უახლოეს მომავალში "ინტერისა" და "ჯენოას" ხელმძღვანელობა შეხვედრას და ახალგაზრდა ტალანტის, ანდრეა რანოკიას ტრანსფერის საკითხის განხილვას აპირებს. მილანური კლუბი მისი გადაბირებით ჯერ კიდევ შარშან დაინტერესდა, თუმცა გარიგება არ შედგა. მიმდინარე სეზონს 21 წლის მცველი "ბარიში" არენდის წესით ატარებს, მისი სატრანსფერო უფლებები კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, გენუურ კლუბს ეკუთვნის. მასიმო მორატი მზადაა ფეხბურთელთან კონტრაქტი ივნისში გააფორმოს, თუმცა "ჯენოაში" 2011 წლამდე დარჩენის ნება მისცეს, იტალიური წყაროების ცნობით, სათანადო ფულადი შეთავაზების შემთხვევაში საეჭვოა რანოკიამ და მისმა აგენტმა ამ წინადადებაზე უარის თქმა შეძლონ.
|