მილანის "ინტერის” ხელმძღვანელობა არგენტინული "რივერ პლეიტის” ახალგაზრდა ნახევარმცველ ესეკიელ სირილიანოთი დაინტერესდა და მის ხელში ჩასაგდებად ქმედითი ნაბიჯების გადადგომას აპირებს. ამასთან, Rai Sport-ის ცნობით, იტალიური კლუბის თავკაცები საკუთარი გუნდის არგენტინელი ნახევარმცველის, რიკარდო ალვარესისგან გათავისუფლების გზებს ეძებენ და გარიგებაში მის ჩართვას ცდილობენ.
ეტყობა, 24 წლის ფეხბურთელი "ინტერის” მთავარი მწვრთნელის, ანდრეა სტრამაჩონის გეგმებში არ ჯდება და ვარაუდობენ, რომ ალვარესს "რივერ პლეიტს” 20 წლის სირილიანოს სანაცვლოდ შესთავაზებენ.
მიმდინარე სეზონში ალვარესმა სერია A-ს მხოლოდ 9 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
|