მანჩესტერ სიტის არგენტინელმა ლიდერმა, კარლოს ტევესმა შესაძლოა, კარიერა მილანის ინტერში განაგრძოს.
აღნიშნული ცნობა პირველად არ ვრცელდება. ცოტა ხნის წინათ, გაიჟღერა ინფორმაციამ, რომ საკუთარი ტრანსფერის საკითხის განსახილველად, ტევესი ინტერის ხელმძღვანელობასთან აპირებდა შეხვედრას. ამჟამად, საქმე უფრო წინაა წასული და სახელდება კონკრეტული თანხა – 45 მილიონი ევრო. Football Italia-ს ცნობით, ბოლო დღეებში ტევესი მილანის ქუჩებში შეამჩნიეს, რაც იმას უნდა ნიშნავდეს, რომ არგენტინელი უკვე ეძებს საცხოვრებელ სახლს.
|