შაბათი, 18.05.2024, 15:24
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2010 » ნოემბერი » 19 » ინტერი ტრანსფერებზე დაფიქრდა
02:51
ინტერი ტრანსფერებზე დაფიქრდა
 
 

იტალიური პრესის თანახმად, მილანის ინტერი მზადაა ბასტიან შვაინშტაიგერის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს შეელიოს. "ნერიაძურის" პრეზიდენტს მასიმო მორატის იმდენად მოსწონს 26-წლის შუახაზელი, რომ ახლავე მზადაა მის დასაბევად მომავალი სეზონისთვის. თავად შვაინშტაიგერის განცხადებით კი მილანელების გარდა არსებობს კიდევ რამოდენიმე კლუბი, რომელიც აგრეთვე იბრძვის მის ხელში ჩასაგდებად.
ბაიერნის ხელმძღვანელობა კი ცდილობს გუნდის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშის შენარჩუნებას და ისევე როგორც ფილიპ ლამს, შვაინშტაიგერსაც 2016 წლამდე უპირებენ ხელშეკრულების გახანგრძლივებას: "ბასტიანს აქვს რამოდენიმე სერიოზული შემოთავაზება სხვა კლუბებიდან, თუმცა ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ იგი კვლავ ბაიერნში დარჩება. ჩვენი მიზანია მასთან კონტრაქტის კიდევ რამოდენიმე წლით გახანგრძლივება."-განაცხადა მიუნხენელთა დირექტორმა კრისტიან ნერლინგერმა.
შვაინშტაიგერი ალემანურ გრანდში 2002 წლიდან გამოდის და ამ ხნის მანძილზე 229 მატჩში 24-ჯერ მოახერხა მეტოქეთა კარის აღება. მის ანგარიშზე აგრეთვე ბუნდესლიგის 5 ტიტულია. ეროვნულ ნაკრებში კი 84 თამაშში 21 გოლის გატანა მოახერხა.
ნანახია: 646 | დაამატა: inter | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 2
1 inter  
0

2 inter  
0
Au Magari ikneba eg rO gadmova Cventan

Umagresi Kacia ..Me Piradat Dzan MomconS


კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
«  ნოემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter