ორშაბათი, 29.04.2024, 05:20
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2013 » იანვარი » 13 » ”ინტერი” VS ”პესკარ”-ინტერისტების კომენტარები
17:21
”ინტერი” VS ”პესკარ”-ინტერისტების კომენტარები



გუშინდელ მატჩში ”ინტერმა”  ”პესკარას” უმასპინძლა და 2-0 სძლია,შეხვედრა საკმაოდ საინტერესო გამოდგა მიუხედავად დიდი დანაკლისისა დაცვის ხაზში ”ინტერმა” კარი მშრალად შეინახა, გუშინდელ მატჩში შედგა ინტერ პრიმავერას ფეხბურთელის მარკო ბენასის დებიუტი, რომელმაც მთავარ გუნდთან ერთად იტალიის ჩემპიონატში პირველად ითამაშა და იმდენად კარგად რომ ბენასმა სრული მატჩი ჩაატარა.

ბენასმა 24 ნომრიანი მაისურით ითამაშა



ახლა გთავაზობთ ”ინტერისტების” კომენტარებს და საინტერესო ფაქტებს გუშინდელი მატჩიდან:

ანდრეა სტრამაჩიონი: ინტერი ბრუნდება

”ყველაფერმა კარგად ჩაიარა ჩემმა ბიჭებმა კარგი თამაში ჩაატარეს, ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა რომ ინტერმა ჩემპიონატის მეორე ტური გამარჯვებით დაიწყო და ახლა მთავარია ეს გამარჯვება შევინარჩუნოთ.
ბენასის დებიუტი? შეიძლება ყველას გაუკვირდა მისი პირველივე წუთიდან თამაში ,მაგრამ მარკომ ყველას დაუმტკიცა რომ მისი ასაკის მიუხედავად შეუძლია თავდაჯერებულად და კარგად ითამაშოს. მან დიდი კომპლიმენტები დაიმსახურა არა მხოლოდ ჩემგან არამედ გულშემატკივრებისგან, რომლებიც თამაშის დაწყებიდანვე მის გვარს ყვიროდნენ: ფორზა ბენასი... ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო მისთვის.
 კასანოს რეაქცია როდესაც შევცვალე? ეს ბუნებრივი იყო მას სურდა დიდიხანს თამაში მაგრამ იმიტომ შევცვალე რომ ანტონიომ უნდა დაისვენოს მომავალი მატჩისთვის,გარდა ამისა როკის სათამაშო დრო მივეცი რათა გუნდს შეეჩვიოს. ზანეტის აღნისვნა? ეს ძალიან ლამაზი იყო, ის ინტერის სული და გულია. ინტერმა გუშინ აჩვენა რომ ერთიანი გუნდია და სურს გამარჯვება”

მარკო ბენასი: ეს დღე არასდროს დამავიწყდება

”არასდროს დამავიწყდება ეს დღე, დიდი მადლობა მწვრთნელს ნდობისთვის ასევე დიდი მადლობა თანაგუნდელებს ისინი მთელი თამაშის განმავლობაში მამხნევებდნენ და მეხმარებოდნენ თავი უფრო თავდაჯერებულად რომ მეგრძნო.ჩვენ მოვიპოვეთ სამი ქულა მიხარია რომ პატარა წვლილი მეც შევიტანე ამაში”

ალვარო პერეირა: ჩვენ დავიბრუნეთ გულშემატკივრების ნდობა

დღევანდელი თამაშით გავეცით პასუხი კრიტიკოსებს? მე ყოველთვის ვცდილობ ვიყო მშვიდად და დავეხმარო ჩემს გუნდს წარმატების მიღწევაში.ჩვენ ბევრი ქულა დავკარგეთ ბოლო თამაშებში,ამ დროს ძნელია იყო თავდაჯერებული სტადიონზე,მაგრამ ინტერმა ეს მოახერხა თან დიდი დანაკლისით. ბენასი? მან ჩაატრა ძალიან კრგი თამაში,ამ ბიჭს დიდი მომავალი აქვს.

ესტებან კამბიასო: ძლიერი ინტერი

”მოხარული ვარ  რომ თითოეულმა ფეხბურთელმა მთელი გულით ითამაშა და შედეგიც სახეზეა,უნდა გამოვყო ბენასიი მან საოცარი თამაში ჩაატარა 18 წლის ბიჭისთვის ამხელა პასუხისმგებლობა ადვილი არაა, მაგრამ მარკომ ეს შეძლო, მე აღფრთოვანებული დავრჩი მისი მონდომებით.ბრავო ბენასი”

მუნდიგაი: მოხარული ვარ რომ დავბრუნდი

”მე მოხარული ვარ, რომ ახლა თამაში შემიძლია და დავბრუნდი,ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება ინტერისთვის რადგან გუნდს თავდაჯერებულობა დაუბრუნდა”

გუშინდელ მატჩზე იმყოფებოდა უესლი სნეიდერიც რომელიც თანაგუნდელებს გულშემატკივრობდა,შეგახსენებთ რომ სნეიდერის საკითხი იანვრის ბოლოს გადაწყდება,დიდი ალბათობით ჰოლანდიელი ინტერს დატოვებს.



სნეიდერი ნაგატომოსთან ერთად (იაპონელი სნეიდერის დიდი მეგობარია)



კარგად სნედოოო:(



ეს მომენტი პირველი გოლის გატანის შემდეგ როდესაც ”ინტერის” კაპიტანმა ხავიერ ზანეტიმ  პალასიოს გოლი კურიოზულად აღნიშნა(ვიდეოს სტატიის ბოლოს შემოგთავაზებთ)



ეს კი მეორე გოლი რომელიც ფრედი გუარინმა გაიტანა,კოლუმბიელმა გოლი მის თანაგუნდელებს მიუძღვნა რომლებიც ტრიბუნებზე იმყოფებოდნენ(სნეიდერს და ნაგატომოს)



ეს სურათი გუარინის გოლის შემდეგ



ეს კი მომენტი როდესაც მარკო ბენასს თანაგუნდელები  წარმატებულ დებიუტს ულოცავენ



მარკო ბენასი გუშინდელ მატჩის ყირადღების ცენტრში იყო რადგან ფეხბურთელი 18 წლისაა და  ინტერის მთავარ გუნდში მატჩი სრულად ჩაატარა(ბენასი ინტერ პრიმავერას ფეხბურთელია)

ეს კი ვიდეო სადაც ხავიერ ზანეტიმ პალასიოს გოლი აღნიშნა:
ნანახია: 640 | დაამატა: wesleysneijder | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 6
1 wesleysneijder  
0
forza inter me mjera tqveni bichebooo awiii ase gaagrdzelet da fexebs mogvachms juve roma da milanii flag3 flag3 flag3 flag3 flag3

2 tegiinter  
0
kargad utamashait bichebs..karoche momdevno tamashze yvela iqneba da imena unda gadauarot romas..rac sheexeba sneiders me bolo wutamde maq imedi ro gundshi darcheba:( da magari gundi gveyoleba..

3 wesleysneijder  
0
romastan tu iise itamashe rogorc winaze uechveli moigebt,wina tamashshi imito dagvamarcxa romam rom samive goli castelazis brali iyoo dzaan martivi burtebi gaushva da tan magrad ar gvimartlebda flag3 flag3 flag3

4 nerazuri  
0
sagol avtor kai statiaa...imedia asee gagrdzeleben mogebebis serias..forza inter flag3

5 interista5099  
0
sagol avtor magari statiaaa gundmac kargad itamasha flag1

6 wesleysneijder  
0
gaixaret bicheboo didi madlobaaa flag3 flag3 flag3 flag3 flag3 flag3

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
«  იანვარი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter