იტალიური პრესის თანახმად, მადრიდის ატლეტიკოს ლიდერი სერხიო აგუერო ინტერის მთავარი სამიზნე იქნება მომავალ ზაფხულს. გავრცელებული ინფორმაციით, ინტერის სკაუტები უკვე ჩასულები იყვნენ ესპანეთში მოლაპარაკებების საწარმოებლად. რამდენად წარმატებით დასრულდა ეს ჯერჯერობით უცნობია. იტალიის ჩემპიონის რიგებში შესაძლო გადასვლაზე თავად აგუერომ გააკეთა კომენტარი:
აგუერო: მოხარული ვარ, რომ ინტერი ჩემით ინტერესდება. ეს შესანიშნავი კლუბია, თანაც იქ ბევრი ჩემი თანამემამულე თამაშობს. მაგრამ ჯერჯერობით მე არ ვაპირებ ტრანსფერებზე საუბარს, ზაფხულამდე უნდა მოვიცადოთ.
|