Sportmediaset-ის ცნობით, მილანის ინტერი მზადაა მადრიდის რეალთან ახალი მოლაპარაკების წამოსაწყებათ ბარტერის თაობაზე. საუბარია მაიკონისა და კაკას გაცვლაზე. "ნერიაძური" შარშანდელი ზაფხულიდან მოყოლებული ცდილობს ბრაზილიელი ფლეიმეიქერის გადმობირებას, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ. თავად კაკა კი უკვე დაუბრუნდა ვარჯიშებს ტრავმის მოშუშების შემდეგ და ახლა მთელი ძალებით ცდილობს ფორმაში ჩადგომას.
მაიკონს რაც შეეხება, მიმდინარე სეზონში იგი კვლავ საკუთარი თავის ჩრდილია, მაგრამ ამის მიუხედავად მოურინიო კვლავ არ არის წინააღმდეგი თავისი ერთ-ერთი უსაყვარლესი ფეხბურთელის ბერნაბეუზე გადმოსაყვანად. რაც ყველაზე მთავარია, მოუ არც კაკას გაყიდვაზე ამბობს უარს.
ინტერის კიდევ ერთი სამიზნე კი უდინეზეს 22-წლის ვინგერი ალექსი სანჩესია. როგორც Gazzetta dello Sport-ი იუწყება, მილანელების დირექტორი მარკო ბრანკა და უდინეზეს პრეზიდენტი ჯანპაოლო პოზო ვაჭრობას 20 მილიონ ევროდან დაიწყებენ. "ნერიაძურის" გარდა ჩილელი შემტევით ინგლისური და ესპანური გუნდებიც ინტერესდებიან.
ხოლო Tuttosport კვლავ ალაპარაკდა ინტერში ახალ მწვრთნელის მოსვლაზე, და გამოჩნდა ახალი გვარი ლეონარდო, რომელიც შარშან მილანს წვრთნიდა. ეხლა ლეონარდო ტელევიზიაზე მუშაობს და არ განიხილებოდა ბენიტესის შეცვლელათ, მაგრამ კაპელომ და სპალეტიმ უარი განაცხადეს რომ ინტერი ჩაებარებინათ. ისინი საკმაოდ დიდ ანაზღაურებას იღებენ თავიანთ პოსტებზე ამჟამათ.
|