მილანის ინტერის სელექციონერები სხვა ევროპულ გრანდებთან ერთად, "პარიზ–სენტ–ჟერმენის" ახალგაზრდა ფორვარდით მამადუ საჰოთი დაინტერესდნენ. 20 წლის ალჟირელი ბრწყინვალე ფეხბურთს აჩვენებს, მის შეძენას ისეთი სახელოვანი კლუბები ცდილობენ, როგორიცაა "მილანი", "ინტერი", "არსენალი", "ბორდო", ხოლო "ვალენსია", "ტოტენჰემი" და "ლივერპული" საჰოს გადაბირებას უშუალოდ პე–სე–ჟესთან მოლაპარაკებით აპირებენ, მათ პირველი მოსაწვევი საფრანგეთში უკვე გააგზავნეს.
|