სამწუხარო სეზონის შემდეგ, ინტერი ავსტრალიაში გაემგზავრება. ამერიკული კომპანია RSE VENTURES ზაფხულში ავსტრალიასა და აშშ-ში 8 კლუბის გრანდიოზულ წინასასეზონო ტურნირს გეგმავს. ეს არ იქნება ერთადერთი საერთაშორისო ტური სადაც ზანეტი და მისი თანაგუნდელები გაემგზავრებიან, ავსტრალიის შემდეგ ინტერი შტატებში გაემგზავრება სადაც ჩაატარებს3-4 ამხანაგურ მატჩს მათ შორის მაიამიში. ამ ტურნირში მონაწილეობას ინტერის გარდა კიდევ რამოდენიმე გუნდი მიიღებს მონაწილეობასორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ უკვე არსებობს შეთანხმება მადრიდის "რეალთან", ტურინის "იუვენტუსთან", და "ლოს ანჯელეს გელექსისთან". მიმდინარეობს მოლაპარაკება "მილანთან" და სტამბულის "გალათასარაისთან".
დანარჩენ ორს კი ინგლისური პრემიერლიგის მოწინავე კლუბები შეადგენენ. საერთაშორისო ტურნირს "ჩემპიონთა საერთაშორისო თასი" ეწოდება.
შეჯიბრება 27 ივლისს ევროპაში დაიწყება და ამერიკაში დასრულდება. საპრიზო ფონდი სოლიდურია. ტურნირის ტრანსლაციის უფლებას ექსკლუზიურად "ფოქს სოკერი" ფლობს.
ინტერის სპონსორი ტურნირზე ”nike” იქნება. ამ ტურნირის შესახებ გააკეთა კომენტარი ინტერის გენერალურმა დირექტორმა მარკო ფასონემ:
”ეს ტურნირი შესაძლებლობას მოგვცემს გუნდმა მიიღოს გამოცდილება, ეს იქნება საკმაოდ სერიოზული გამოწვევა ინტერისთვის, ჩვენ ველოდებით სანახაობრივ თამაშებს, მიუხედავად იმისა რომ ეს ამხანაგური მატჩები იქნება.”
|