"ნერაძურიმ” ზედიზედ მესამე საშინაო შეხვედრა დათმო. იტალიის ჩემპიონატში ზედიზედ სამი საშინაო მარცხი "ინტერისათვის” ანტირეკორდის განმეორებად იქცა, რომელიც შორეულ 1955-1956 წლების სეზონში დაამყარა.
მაშინ "ნერაძური” შესაბამისად "ლაციოსთან”, "ატალანტასთან” და "პადოვასთან” დამარცხდა, ახლა კი ანდრეა სტრამაჩიონის გუნდი "ჯუზეპე მეაცაზე” "ბოლონიამ”, "იუვენტუსმა” და ისევ "ატალანტამ” დაამწუხრეს.
ამავდროულად, ბერგამოელებმა, რომლებმაც გუშინ "ინტერთან” გასვლითი გამარჯვება, ანგარიშით 4:3, იზეიმეს, ყველა დროის რეკორდი დაამხეს – მიმდინარე სეზონი "ატალანტასთვის” პირველი გამოდგა, სადაც გუნდმა სტუმრად ორი მილანური გრანდის დამარცხება შეძლო.