ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, მილანის "ინტერი” ტურინის "იუვენტუსის” ფორვარდის – ფაბიო კვალიარელას შეძენას ეცდება. იტალიური პრესის ინფორმაციით, "ნერაძურიმ” თავდამსხმელის შესაძენად 7 მილიონი ევრო გადადო. "იუვენტუსში” არსებული კონკურენციისა და არასაკმარისი სათამაშო დროის გამო, შესაძლოა, კლუბის გამოცვლა თავად კვალიარელამაც მოისურვოს. მოგეხსენებათ, ზაფხულში, "ბებერი სინიორა” "ბილბაოელი” ფერნანდო ლიორენტეთი გაძლიერდება და კონკურენცია კიდევ უფრო გაიზრდება.
ცნობისათვის, იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში, კვალიარელამ 16 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი მიითვალა.
|