ინგლისურმა "ლივერპულმა" "ინტერს" ნახევარმცველის უესლი სნეიდერის ტრანსფერთან დაკავშირებით ოფიციალურად მიმართა. ბრიტანული პრესის ინფორმაციით, მერსისაიდელები ჰავბეკის სანაცვლოდ 8,2 მლნ ფუნტს იხდიან.
სნეიდერმა განაცხადა, რომ "გალათასარაისთან" კონტრაქტი სწორედ "ლივერპულის" შემოთავაზების გამო არ გააფორმა.
ჰოლანდიელი "ინტერისა" და "პესკარას" მატჩს ტრიბუნებიდან ადევნებდა თვალყურს, მატჩის დასრულების შემდეგ კი Sky Sport Italia-სთან ინტერვიუ ჩაწერა.
"ძალიან სერიოზული გადაწყვეტილება მაქვს მისაღები, სწორედ ამიტომ, შესაძლოა საბოლოო გადწყვეტილების მიღებისთვის რამოდენიმე დღე დამჭირდეს",-განაცხადა სნეიდერმა.
მიუხედავად ამისა, "ლივერპული" ჰოლანდიელ ფეხბურთელს იმაზე ნაკლებ ხელფასს სთავაზობს, ვიდრე იგი ამჟამად "ინტერში" იღებს - 6 მილიონი ევრო წელიწადში.