მილანურმა "ინტერმა” რომაული "ლაციო” დაამარცხა სერია A-ს 36-ე ტურის მატჩში და ჩემპიონობისაკენ დიდი ნაბიჯიც გადადგა… ანგარიში პირველ ნახევარში "ინტერის” მცველმა ვალტერ სამუელმა გახსნა, რომელმაც თავით მოახერხა "ლაციოს” კარის დალაშქვრა. მატჩის დასრულებამდე 20 წუთით ადრე კი ტიაგო მოტამ თავისი გუნდი ორბურთიანი სხვაობით დააწინაურა და მატჩის საბოლოო ანგარიში 0-2 დააფიქსირა. საბოლოო ჯამში "ინტერმა” საკმაოდ ადვილად დაამარცხა მეტოქე, ჟოზე მაურინიოს შეგირდები მთელი შეხვედრის მანძილზე ფლობდნენ უპირატესობას, ბურთს სწორედ ისინი აკონტროლებდნენ და რამოდენიმეჯერ საკმაოდ სახიფადოთაც შეუტიეს. ამ გამარჯვების შემდეგ "ინტერი” კვლავ ლიდერია და უახლოეს მდევარ "რომას” 2 ქულით უსწრებს. იმის გათვალისწინებით, რომ "ინტერს” დარჩენილ ტურებში "კიევოს” (სახლში) და "სიენას” (სტუმრად) წინააღმდეგ მოუწევს მატჩების გამართვა შეიძლება ითქვას, რომ მილანელებს ჩემპიონობამდე ნაბიჯიღა აშორებთ. "რომას” კალენდარი კი შემდეგნაირია – "კალიარი” საკუთარ მოედანზე და "კიევო” სტუმრად.
|