სხვადასხვა სახის ტრავმების გამო, მილანის "ინტერს” ანტონიო კასანო და ალვარო პერეირა გარკვეული დროის განმავლობაში ვერ დაეხმარებიან. ამის შესახებ Football Italia იუწყება. აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, ორივე მათგანი "ბოლონიასთან” მატჩში დაშავდა. პერეირა დამცავი ნიღბით თამაშობდა, მაგრამ ტრავმა გაიმიზეზა და ახლა ცხვირთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს. რაც შეეხება კასანოს, მას ბარძაყი აწუხებს.
ჯერჯერობით, მილანელთა სამედიცინო შტაბი გამოჯანმრთელების სავარაუდო თარიღის დასახელებისგან თავს იკავებს.
|