მილანის ინტერი, ლონდონის არსენალის მარჯვენა მცველის ბაკარი სანიას გადაბირებას ცდილობს. ეს ყველაფერი ზამთრის სატრანსფერო სეზონშია დაგეგმილი.
ნერაძურას ხელმძღვანელობა დუგლას მაიკონის გასხვისებას არ გამორიცხავს, ბრაზილიელის ღირსეულ შემცვლელად კი ბაკარი სანიას სახელდება. მაიკონის შეძენას კატალონიის ბარსელონა ლამობს, 2009 წლის ზაფხულის შემდეგ ბლაუგნარასა და ინტერს შორის მეგობრული ურთიერთობა ჩამოყალიბდა. შეგახსენებთ, რომ ამ ორ გრანდს შორის დიდი გაცვლა მოხდა, ნერაძურამ ეტო'ო გადმოიბირა, კატალონიურმა კლუბმა კი ზლატან იბრაჰიმოვიჩი. ამ უკანასკნელში 66 მილიონი დოლარი იქნა გადახდილი.
მასიმო მორატის განცხადებით, იგი ფრანგი მცველის შეძენას სერიოზულად გეგმავს. დიდი შანსია გუნდი დუგლას მაიკონმა დატოვოს, მის საუკეთესო შემცვლელად კი სანიას მივიჩნევ.
ბაკარი, საკუთარ პოზიციაზე პრემიერ ლიგის ერთ–ერთი საუკეთესო წარმომადგენელია. მას შესაძლო 23 მატჩიდან 21–ში მიღებული აქვს მონაწილეობა. ფრანგი ფლანგელი, არსენ ვენგერის კიდევ ერთი აღმოჩენაა.
ნერაძურას ბოსები ლაციოს ფეხბურთელით კრისტიან ლედესმათიც ინტერესდებიან. მიმდინარე სატრანსფერო სეზონის დასრულებისთანავე შევიტყობთ, თუ რომელს შეიძენს მილანური გრანდი, ლედესმას თუ სანიას...
|