გუშინ ბარსა ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა. პეპ გვარდიოლამ შემდეგი კომენტარი გააკეთა: "თავს ცუდად ვგრძნობ, რომ ფინალში ვერ მოვხვდით, ჩვენ ვეცადეთ, გულშემატკივარს ბოდიშს ვუხდი, ინტერს კი მივულოცავ. ჩვენ მოედნის გახსნა გვინდოდა თუმცა არ გამოვიდა. რთულია, როდესაც გუნდი თავს ცხრა კაცით იცავს. ყველა გუნდი და მწვრთნელი საკუთარი ტაქტკით თამაშობს და მე ვერ გავაკრიტიკებ ამის გამო. მილანშიც შემტევი ფეხბურთის თამაში გვინდოდა, მაგრამ ხანდახან შეტევა ბევრად უფრო ძნელი სათამაშოა ვიდრე დაცვა. ბარსას მოთამაშეებით იმედგაცრუებული არ ვარ, ნახევარფინალამდე მივედით და ლა ლიგაში 87 ქულა დავაგროვეთ, ამასთან ჩემპიონატში მხოლოდ ერთი მატჩი დავთმეთ."
|