ორშაბათი, 06.05.2024, 06:42
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2010 » თებერვალი » 21 » ინტერული ამბები
20:41
ინტერული ამბები
 
 

ინტერის" პრეზიდენტი მასიმო მორატი იტალიაში ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანად ითვლება და კლუბი მამისგან მემკვიდრეობით ერგო. ზედიზედ მეოთხე წელია, „ნერაძური" ქვეყნის ჩემპიონის ტიტულს არ თმობს და მისი მოპოვება არც წელს უნდა გაუჭირდეს, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის მოგებას ვერ ახერხებს და მორატის ეს გულში ხინჯად აქვს. ამიტომ იყო, შარშან მწვრთნელად ჟოზე მაურინიო რომ მიიყვანა, ევროპის მწვრთნელთა შორის ყველაზე მაღალი ანაზღაურება – 11 მილიონი ევრო დაუნიშნა და ისიც უთხრა, ვისაც ისურვებ, გიყიდიო. პორტუგალიელის მთავარ შენაძენად კამერუნელი სამუელ ეტოო და ჰოლანდიელი უესლი სნაიდერი ითვლებიან. ორივეს სანაცვლოდ მორატიმ 60 მილიონ ევროზე მეტი გადაიხადა და საეჭვოა, ეს თანხა ინანოს, თუმცა იგივე მაურინიო მწარედ შეცდა, როცა დაიჟინა რიკარდო კვარეჟმა მიყიდეთო და მორატის ჯიბიდან 25 მილიონი ამოაღებინა. მართალია, კვარეჟმა ახლაც „ინტერს" ეკუთვნის, მაგრამ რომ გაყიდონ, მის სანაცვლოდ ათ მილიონსაც კი არავინ გადაიხდის. მაურინიომდე კი სხვა მწვრთნელი შეცდა და პრეზიდენტმა ფულები ისეთ „ვარსკვლავებში" გადაყარა, როგორებიც მორფეო, რივასი, სუაზო და კოკო არიან. ამ უკანასკნელზე წიგნის დაწერაც კი შეიძლება. ზარ-ზეიმით ნაყიდი კოკო, საბოლოო ჯამში, ტრავმებმა ისე გააწამა, რომ მოედანზე გასვლა მხოლოდ რამდენჯერმე მოახერხა, მერე კი კარიერა დაასრულა. თუმცა, ოთხი წლის განმავლობაში „ინტერთან" გაფორმებული კონტრაქტის წყალობით, ხელფასს იღებდა. არ გეგონოთ, მწვრთნელები მხოლოდ ამ კუთხით ცდებოდნენ. მაგალითად, თავის დროზე „ინტერმა" ფაბიო კანავარო დაიწუნა და ახალგაზრდა მცველი გუნდიდან კინწისკვრით გააგდო. კანავარო „იუვენტუსმა" დაიმატა და ფაბიო არათუ გუნდის დაცვის ლიდერი გახდა, იტალიის ნაკრების კაპიტნის სამკლაურიც მოირგო და მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის მოგებაში ლომის წილი შეიტანა. „ინტერში" გასინჯეს და დაიწუნეს ტიერი ანრიც. მის სანაცვლოდ მორატის სულ რაღაც მილიონს სთხოვდნენ, მაგრამ ახალგაზრდა ანრით მწვრთნელი არ დაინტერესდა და ტიერიც საბოლოოდ ლონდონის „არსენალში" აღმოჩნდა, ამ გუნდის ლეგენდად იქცა და დღეს ბურთს „ბარსელონაში" აგორებს. ამასთან ერთად, საფრანგეთის ნაკრების რიგებში ტიტი მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი გახდა. სამაგიეროდ, პირადად მორატის ახირება იყო „იუვენტუსიდან" ზლატან იბრაჰიმოვიჩის ყიდვა. შვედი ფორვარდის სანაცვლოდ „ინტერმა" 22 მილიონი გადაიხადა, ზაფხულში კი „ბარსამ" ზლატანი 60 მილიონად იყიდა, ანუ მორატიმ 40-მილიონიანი მოგება ნახა.
 
 
ნანახია: 804 | დაამატა: inter | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 5
1 intera  
3
მორატი მართლაც ერთ-ერთი საუკეთესოა პრეზიდენტებს შორის. თუმცა ძაან ბევრი ფული მართლაც გადაყარა. გრეშკო, ვამპეტა, დალმა და ა.შ. მაგრამ სნეიდერმა და პანდევმა უკვე გაამართლეს, ზლატანი ხომ საერთოდ flag3 flagitaly flag3

2 inter  
3
hm hm hm hm hm hm hm hm

interi ro eseti dzlieria eg uecveli moratis damsaxureba

3 Toldo  
3

4 interist  
1
magari kaciaa masimo d amagradac mevasebaaa kaci kvelapers aketes ro interi kvelgna da koveltvis sauketeso tu ara erterti sauketeso ikos flag1

5 adribaba  
1
yvelapers aketes ro liga moigos

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
«  თებერვალი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter