ძანეტი: გეყოთ ჩვენი გაკრიტიკება
კამბიასო: ლეონარდოს დრო სჭირდება
სტანკოვიჩი: გუნდი ჯერ კიდევ შოკშია
ლეონარდოს გადადგომა სურდა
მილანის ინტერის კაპიტანმა ხავიერ ძანეტიმ თავის გულშემატკივრებს გუნდის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
ექვსი წლის განმავლობაში ჩემპიონები ვხდებოდით. ეს სერია ადრე თუ გვიან უნდა დასრულებულიყო. სანამ იგებ მაშინ კუმირი ხარ, ხოლო როდესაც წააგებ ზურგი უნდა შეგაქციონ? – განაცხადა ძანეტიმ
ჩვენმა ფანებმა მხარი უნდა დაგვიჭირონ და არ უნდა გაგვაკრიტიკონ წარუმატებლობის გამო. ინტერის თითოეული ფეხბურთელი დამწუხრებულია მილანთან და შალკესთან წაგებით. ახლა ცუდი დროება გვიდგას და მხარდაჭერა გვჭირდება. კრიტიკა მხოლოდ დამატებით ზეწოლას ახდენს ჩვენზე...
კამბიასოს ლეონარდო ნერაძურის მწვრთნელის პოსტზე იდეალურ ვარიანტად მიაჩნია. ფეხბურთელები, კლუბის ხელმძღვანელობა, ფანები- ყველა მხარს უჭერს ლეონარდოს. ახლა მართლაც რთულ მდგომარეობაში ვიმყოფებით და თავის დაღწევას ვცდილობთ. ეს რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს. ლეონარდო კვლავ დაამტკიცებს, რომ აქ ყოფნის ღირსია. მას უბრალოდ დრო სჭირდება.
რაც შეეხება შალკესთან შეხვედრას- ჩვენ ყველაფრის გამოსწორების შანსი გვქონდა. გაძევებამ თამაში გააფუჭა: სრული შემადგენლობით რომ ვყოფილიყავით, სულ სხვანაირად განვითარდებოდა სიტუაცია.
დეიან სტანკოვიჩს ჯერკიდევ ვერ დაუჯერებია, რომ მისმა ინტერმა შალკესთან წააგო საშინაო მატჩი, ანგარიშით- 2:5.
ეს იყო წარმოუდგენელი შედეგი. ძალიან უცნაური თამაში, კოშმარი. ჩვენ ჯერ კიდევ შოკში ვართ მომხდარის გამო, ამიტომ მწვრთნელმა ერთი დღე მოგვცა მატჩის შემდეგ დასასვენებლად და ყველაფრის გასაანალიზებლად. – განაცხადა სერბმა.
საფინალო სასტვენის შემდეგ გასახდელში სრული სიჩუმე სუფევდა. ზოგჯერ ხდება ისეთი რამ, რისი ახსნაც შეუძლებელია. მაგრამ სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ და საკუთარი თავის რწმენა არ დავკარგოთ.
Corriere dello Sport-ის ცნობით, მილანის ინტერის მთავარ მწვრთნელს, ლეონარდოს, ჩემპიონთა ლიგაზე სამარცხვინო მარცხის შემდეგ, თანამდებობის დატოვება სურდა. როგორც იცით, ლიგის მოქმედი გამარჯვებული, 1/4-ფინალის პირველ მატჩში, საკუთარ კედლებში, შალკესთან 2:5 განადგურდა. გასაკვირი არაა, რომ ასეთი მძიმე დარტყმის შემდეგ, ლეონარდოს თანამდებობიდან გადადგომის სურვილი გაუჩნდა, მაგრამ იმავე Corriere dello Sport-ის ცნობით, ბრაზილიელი სპეციალისტის თხოვნა ინტერის პრეზიდენტმა, მასიმო მორატიმ არ დააკმაყოფილა.
|