ინტერი გვარდიოლაზე ნადირობას არ წყვეტს
ფერგიუსონს ბარსას დამარცხებაში მოურინიოც დაეხმარება
აგუეროს აგენტმა გრანდების ინტერესი დაადასტურა
IFFHS-ს რეიტინგში: ინტერი 5 საფეხურით დაქვეითდა
მართალია, მილანელთა პრეზიდენტი, მასიმო მორატი აცხადებს, რომ იგი ლეონარდოს გაშვებას არ აპირებს, მაგრამ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თუ მას გუნდში გვარდიოლას მიწვევის შანსი მიეცამა, ნერაძურის ხელმძღვანელობა ბრაზილიელ სპეციალისტს დაუფიქრებლად გაათავისფულებს. გვარდიოლას "ბარსელონასთან” კონტრაქტი 2012 წელს ეწურება, მაგრამ სურვილის შემთხვევაში, კლუბი მის წასვლას არ შეეწინააღმდეგება. თავად კატალონიელმა სპეციალისტმა არაერთხელ განაცხადა, რომ იგი მშობლიური კლუბის კიდევ დიდხანს გაწვრთნას არ აპირებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თუ "ბარსელონამ” ჩემპიონთა ლიგა მოიგო, გვარდიოლა კატალონიურ კლუბში საკუთარ მისიას შესრულებულად ჩათვლის. მაგრამ გასათვალისწინებელია ერთი რამ – ბოლო წლების ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელს ნათქვამი აქვს, რომ იგი კლუბს 2012 წლამდე არ დატოვებს და გვარდიოლა ისეთ სპეციალისტთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებიც პირობის შესრულებას ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ.
მანჩესტერ იუნაიტედის მთავარმა მწვრთნელმა ალექს ფერგიუსონმა, ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მორიგ მეტოქეს, "ბარსელონას” ოდნავადაც არ უფრთხის. გადამწყვეტი მატჩისთვის უკეთ მოსამზადებლად კი, შოტლანდიელი სპეციალისტი რეალის თავკაც ჟოზე მოურინიოს სასარგებლო რჩევების მისაღებად დაუკავშირდება. ვერანაირ მიზეზს ვერ ვხედავ, რომ კატალონიელების შეგვეშინდეს, მიუხედავად იმისა, რომ მართლა ფანტასტიკური გუნდის წინააღმდეგ მოგვიწევს ბრძოლა. მათ თამაშს გასაღები უნდა მოვუძებნოთ. უახლოეს მომავალში, საკონსულტაციოდ აუცილებლად მივმართავ ჟოზე მოურინიოს. ჩვენ ვმეგობრობთ და ხშირადაც ვსაუბრობთ ამა თუ იმ პროფესიულ ნიუანსზე. მოურინიო ბარსელონას კარგად იცნობს და მისგან ძალიან საჭირო რჩევებს ველი – განაცხადა სერ ალექსმა Marca-სთან საუბარში !
მადრიდის ატლეტიკოს არგენტინელი ვარსკვლავის, სერხიო აგუეროს შეძენით რომ არაერთი ევროპული გრანდია დაინტერესებული, ბოლო წლებში, ამის შესახებ არაერთხელ თქმულა. Sport.co.uk-თან საუბრისას, 22 წლის შემტევის აგენტმა, ბრუნო სატინმა დაადასტურა, რომ მისი კლიენტის შეძენა რამდენიმე ევროპულ გუნდს სურს.
აგუეროსნაირი ფეხბურთელები ყოველთვის არიან სკაუტების ყურადღების ცენტრში. ჩემი კლიენტით დაინტერესებულნი არიან ჩელსი, მანჩესტერ იუნაიტედი, რეალი, ბაიერნი, ბარსელონა და ინტერი . სერხიო მხოლოდ 22 წლისაა და იგი უკვე 4 წელია ევროპაში თამაშობს. სამწუხაროდ, ატლეტიკო ვერ ახერხებს ჩემპიონთა ლიგაზე სტბილურად მოხვედრას. ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ ფეხბურთელს უფრო მაღალი დონის კლუბში თამაში სურს. თუმცა, ვაცხადებ, რომ ჯერჯერობით, გადაწყვეტილი არაფერია.
ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ, აპრილის თვეში გუნდების მიერ ნაჩვენები შედეგები შეაჯამა და ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა. რეიტინგის სათავეში, ადგილი დაიბრუნა კატალონიის "ბარსელონამ”, რომელმაც პირველობა ჩემპიონთა ლიგის მოქმედ გამარჯვებულს, მილანის "ინტერს” ჩამოართვა. თავად მილანური გუნდი 5 საფეხურით დაქვეითდა.
1. (2.) ბარსელონა ესპანეთი 300.0 2. (3.) რეალი ესპანეთი 298.0 3. (4.) პორტუ პორტუგალია 278.0 4. (6.) მანჩესტერი ინგლისი 269.0 5. (1.) ინტერი იტალია 250.0 6. (5.) ინტერნასიონალი ბრაზილია 238.0 7. (10.) ვილიარეალი ესპანეთი 236.0 8. (12.) სიტი ინგლისი 228.0 9. (8.) ზენიტი რუსეთი 217.5 10. (14.) პსჟ საფრანგეთი 216.0
|