ორშაბათი, 23.12.2024, 05:36
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2011 » მაისი » 22 » ინტერული ამბები
04:44
ინტერული ამბები




კივუმ სანაკრებო კარიერა დაასრულა


ძანეტიმ მწვრთნელებს ქულები ჩამოურიგა


ტევესი სიტიდან წავა


ნაპოლი მოტას ვერ შესწვდა



მილანის "ინტერის” რუმინელმა ცენტრალურმა მცველმა კრისტიან კივუმ, დღეს, სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ გააკეთა განცხადება. 30 წლის უკანახაზელის განცხადებით, ასაკისა და ტრავმიანობის გამო, მას აღარ შეუძლია როგორც კლუბში, ასევე ნაკრებში თამაში.
"ჩემს კარიერაში დადგა ძალიან რთული პერიოდი, როდესაც დროა, ნაკრებში თამაშზე უარი განვაცხადო. ასაკი, ტრავმები და ბოლო წლებში გაკეთებული ოპერაციები არ მაძლევენ ორ ფრონტზე თამაშის საშუალებას” – ციტირებს კივუს სიტყვებს Reuters-ი.
კრისტიან კივუ რუმინეთის ეროვნულ ნაკრებში 12 წლის განმავლობაში თამაშობდა. ქვეყნის პირველი გუნდის მაისურით ჩატარებულ სამოცდათხუთმეტ მატჩში, მას 3 გოლი აქვს გატანილი.





მილანის ინტერის 37 წლის კაპიტანმა ხავიერ ძანეტიმ, კლუბის ახლანდელი თავკაცის, ლეონარდოსა და მისი წინამორბედის, ჟოზე მოურინიუს საქმიანობა თანაბრად შეაფასა.
 "მოურინიუს და ლეონარდოს, ინტერში გაწეული შრომის გამო ათ ქულას დავუწერდი. მათ თავიანთი საქმე უმაღლეს დონეზე შეასრულეს. როი ჰოჯსონს და მირჩა ლუჩესკუს კი 8 ქულაზე მეტს ვერ მივცემ, – უთხრა არგენტინელმა მცველმა Football Italia-ს.




არგენტინელი ფორვარდის, კარლოს ტევესის ოთხწლიანი მანჩესტერული ეპოპეა დასასრულს უახლოვდება. ამის თქმის საფუძველს თავად ფეხბურთელის განცხადება გვაძლევს, რომლის მიხედვითაც, კარლოსს სიტიში თამაში მობეზრდა და ახალი სეზონიდან სიტუაციის შეცვლა სურს. სიტის ხელმძღვანელობას მადლობა მსურს გადავუხადო. ამ გუნდში თავს კარგად ვგრძნობდი და მისი წარმატებისთვის ძალა არ დამიზოგავს. თუმცა, ყველაფერს თავისი დრო აქვს და მეც სხვაგან მინდა საკუთარი შესაძლებლობების გამოცდა, - ტევესის ეს სიტყვები ინტერნეტ-გამოცემა Goal-ს მოჰყავს. შეგახსენებთ, სიტიში გადასვლამდე, კარლოსი კიდევ ერთ მანჩესტერულ კლუბში, იუნაიტედში 2007-09 წლებში გამოდიოდა.




როგორც ცნობილი ხდება, ნაპოლიმ საბოლოოდ აიღო ხელი ტიაგო მოტას ტრანსფერზე. ნეაპოლელების მთავარი პრობლემა ფინანსები აღმოჩნდა, ვალტერ მაცარის გუნდმა ვერ შეძლო შემოეთავაზებინა მოტასთვის უკეთესი პირობები, ვიდრე მას ინტერში აქვს.

უკვე გარკვეულია, რომ ნაპოლი მომავალი წლიდან ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს, ასე რომ შემადგენლობის გაძლიერება მათი მთავარი პრიორიტეტია. ერთ-ერთი სამიზნე სწორედ "ნერიაძურის" მე-8 ნომერი იყო, თუმცა როგორც ჩანს "ლურჯებს" ახალი კანდიდატურის პოვნა მოუწევთ: "მოტა ბედნიერია ინტერში, თუმცა ის ისეთი ფეხბურთელია, რომლის თავისთან ხილვას ნებისმიერი გუნდი ისურვებდა, ასე რომ ნაპოლის დაინტერესება სრულიად ლოგიკურია."

"მისი წლიური ხელფასი წელიწადში 3 მილიონი ევროა, მაგდენს კი ნეაპოლელები მას ვერ გადაუხდიან. ამასთან ერთად მოტა "ნერიაძურის" ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა და კლუბის ხელმძღვანელობა მას ასე იოლად ვერ შეელევა."-განაცხადა ფეხბურთელის აგენტმა Radio CRC-თან საუბარში.




ნანახია: 676 | დაამატა: inter | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 1
1 inter  
0

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
«  მაისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter