"სიენასთან" მატჩის შემდეგ ანტონიო კასანომ გადაწყვიტა დაეფიქსირებინა საკუთარი პოზიცია კლუბში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.
"სიენასთნ" მარცხი . თქვენი ყველაზე ცუდი მომენტი "ინტერში"?
მე არ ვმალავ იმ ფაქტს, რომ ჩვენ საშინლად ვითამაშეთ "სიენას" წინააღმდეგ. ჩვენ ვიყიდეთ 2-3 კარგი ფეხბურთელი, მაგრამ გუშინ სიენასთან სამარცხვინოდ დავმარცხდით. ჩვენ უნდა დავბრუნდეთ გამარჯვების გზებზე და ხასიათი უნდა ვაჩვენოთ. რაც მოითხოვს თითოეული ფეხბურთელის მზად ყოფნას ყველა თამაშის წინ.
რა არის გამარჯვებისთვის იდეალური ფორმულა?
ფორმულა? რა ფორმულა? მე 15 წელია ფეხბურთს ვთამაშობ - თუ ვინმემ იცით გამომიგზავნეთ ის ელექტრონული ფოსტით. მე მჯერა რომ გამარჯვება მხოლოდ ფეხბურთელების ხასიათზეა დამოკიდებული
როგორ ფიქრობთ საჭიროა გუნდში მეტი ფორვარდი?
მე 3 თვე გოლი არ მქონდა გატანილი, დიეგო დაშავებულია, პალასიო კი მაქსიმუმს აკეთებს ის თავდაუზოგავად მუშაობს და ზოგჯერ შეტევაში მარტოც არის ხოლმე, მე უფრო სიღრმიდან ვთამაშობ. მე არ ვადანაშაულებ ან მცველებს ან თავდამსხმელებს, არა რომელიმეს ინდივიდუალურად, არამედ ვფიქრობ რომ გუნდში დაკარგულია საერთო ბალანსი. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ სტრამაჩიონიმ იცის როგორ უნდა გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან.
მწვრთნელი ახლა ყველაზე მეტად გჭირდებათ ვიდრე როდესმე....
მე უამრავ გუნდში მითამაშია, მაგრამ როგორი სულისკვეთებაც აქაა ისეთი არცეთ გუნდში არ მიგრ჻ვნია. გუნდში ირიცხებიან უამრავი ნამდვილი ჩემპიონბი რომლებსაც შეუძლიათ დაეხმარონ გუნდს. ჩვენ ვიბრძვით მუდამ წარმატებისთვის.
რას იტყვით ანდრეა სტრამაჩიონიზე როგორ მოგამზადათ დერბიზე ?
ვინც მას იცნობ ის ნამდვილად მიხვდება რომ ის დიდებული პიროვნებაა. ახლა რთული პერიოდი უდგას გუნდს. ასევე მინდა ვისაუბრო მორატიზე, მისით უბრალოდ უნდა ვიამაყოთ. ის არის გულახდილი პიროვნება ის არ არის ყალბი როგორც ბენრი სხვა საფეხბურთო სამყაროში.
რას იტყვით მატეა კოვაჩიჩზე?
100 %-ით დარწმუნებული ვარ რომ დიდებული ფეხბურთელი გახდება. მას უდიდესი პოტენციალი აქვს და ძალიან მიხარია რომ მატეა ჩვენ გუნდში ირიცხება.
რას ფოქრობთ მოახლოებულ დერბიზე, გაშინებთ ?
საერთოდ არა. დარწმუნები ვარ რომ ჩვენ დაგვრჩება როგორც ეს მოხდა პირველი წრის შეხვედრაში.
იუტო ნაგატომო-ერთადერთი ვინც აცნობიერებს თქვენ ხუმრობებს?
ის საკმაოდ მხიარული პიროვნებაა, უზარმაზარი იუმორის გრძნობა აქვს იუტოს.
რას უსურვებთ ვესლი სნეიდერს?
მე მინდა მას წარმატება ვუსურვო. ვესლის თამამად და ამაყად შეუძლია თქვას : ფორზა ინტერ.
და ბოლოს ორიოდე სიტყვით რას იტყვით მოახლოებულ მატჩზე?
ჩვენ მეტი თავდაჯერებულობისათვის აუცილებლად გვესაჭიროება გამარჯვება, რაც ჩვენ გამარჯვების გზაზე დაგვაბრუნებს.
წყარო :intermilano.ru