ახალი ინტერი
მე ვეცდები ახალი ინტერი შევქმნა.აქცენტს გავაკეთებ ბურთის ფლობაზე. ეს ის არის რაც მე მსურს. ჩვენ ვნახეთ,რომ ინტერმა მოიგო ყველა ჩემპიონატი შარშან,მაგრამ ბურთის ფლობის მაჩნვენებელი ყოველთვის დაბალი გვქონდა.ჩემი სათამაშო ტაქტიკა იქნება 4-3-3 ან 4-2-3-1 .ასევე მსურს,რომ კამბიასომ უფრო შეტევითი როლი შეითავსოს.იგი ამ დროს შესანიშნავად თამაშობს ხოლმე.
სამუელ ეტოო
რაც შეეხება სამუელ ეტოოს,მე ვესაუბრე მას და იგი ნამდვილი პროფესიონალია.მითხრა რომ მზადაა ყველა პოზიციაზე სათამაშოდ რომელიც გუნდს დასჭირდება.ყოველ შემთხვევაში,რომელ პოზიციაზეც არ უნდა ითამაშოს,იგი თავდასხმის ხაზს გააძლიერებს და რაც შეიძლება ცოტა დავალება ექნება დაცვასთან დაკავშირებით.
რაც შეეხება მაიკონისა და ბალოტელის ტრანსფერებს,როგორც ჩემი კოლეგა მადრიდის რეალიდან ლუის მოლოვნი იტყოდა – ვიცხოვროთ და ვნახოთ.
რთული იქნება მაურინიოსთან ჭიდილი,თუმცა მე ვეცდები მაქსიმუმი გავაკეთო.იმასას რის გაკეთებასაც ვაპირებ ფუნდამენტი ჰქვია და სწორედ ეს იქნება მომავლის ინტერის საფუძველი.ვაფასებ და პატივს ვცემ იმ ადამიანებს,ვინც აქამდე მუშაობდა ინტერში.მაურინიომ და მანჩინიმ დიდი სამუშაო ჩაატარეს გუნდში.
აქ მე ის ვნახე რაც მჭირდებოდა.პრეზიდენტი რომელსაც სურს დიდი გუნდი შექმნას.აქ დარჩენას დიდი ხნით ვგეგმავ.
მსგავსება ლივერპულსა და ინტერს შორის
ეს ორი დიდი და თითქმის ერთნაირი გუნდია.ორივე კლუბი იბრძვის ყველას წინააღმდეგ.