ორშაბათი, 06.05.2024, 08:06
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2010 » თებერვალი » 11 » ინტერ – პარმა (ვიდეო)
13:58
ინტერ – პარმა (ვიდეო)

 
პარმა 1–1 ინტერი (მიმოხილვა  +ვიდეო)

გუშინ საღამოს, პარმაში ძალიან საიტნერესო შეხვედრა გაიმართა. ერთმანეთს ადგილობრივი გუნდი და მილანის "ინტერი" დაუპირსპირდნენ. მატჩი ძალიან საინტერესო და რაც მთავარი სანახაობრივი გამოდგა.

მატჩი სტუმართა იერიშებით დაიწყო, სამუელ ეტო'ომ პირველ 5 წუთში უამრავი საგოლე მომენტი შექმნა, მაგრამ ვერც ერთი მათგანი სათანადოდ ვერ დაასრულა. გასული შეხვედრის გმირი და მთავარი შემოქმედი ანტონიო მირანტე გახლდათ, (პარმას) მეკარემ მართლაც რომ საუცხოო შთაბეჭდილება დატოვა გულშემატკივარზე. ჯერ იყო და გორან პანდევს 20 მეტრიდან, ე.წ "მკვდარი ბურთი" აუღო, შემდეგ მატერაცის თაური მოიგერია. პანდევს, არც ვალერი ბოჟინოვი ჩამორჩა, ბულგარელი დაუღალავად უტევდა მაურინიოს შეგირდებს და ჟულიო სეზარს ბევრ პრობლემას უქმნიდა.

პირველი ტაიმის ნახევარი არ იყო გასული და მაკედონიელმა ფორვარდმა კიდევ ერთხელ შეუტია მასპინძელთა კარს, პანდევმა კრისტიან ძაკარდო ადვილად ჩამოიშორა და მარხენა, დაბალ კუთხეში გადაგზავნა ბურთი, ყველას ეგონა, რომ ანგარიში გაიხსნა, მაგრამ მირანტეს თავგამოდებული ნახტომი და ბურთი მოგერიებულია, ტრიბუნები უსტვენდნენ, აღფრთოვანებას არავინ მალავდა, ანტონიო გრიმად შერაცხეს.

ბოჟინოვი ბერვს მოძრაობდა, საკმაოდ ნაყოფიერადაც მუშაობდა, მაგრამ მარკო მატერაცის ზღუდის გადალახვას ვერც ერთი მისი თანაგუნდელი ვერ ახერხებდა. პირველი ნახევარის მიწურულს, ბულგარელი "ინტერის" კარს კიდევ ერთხელ დაემუქრა, მან ადვილად ჩამოიშორა მოწინააღმდეგე ნახევარმცველები და დასარტყმელად მოემზადა, ამასობაში "ნერაძურას" ცენტრალური მცველები გონს მოეგნენ და ვალერის დარყმულს წინ გადეღობნენ.

პირველი 45 წუთი ორმხრივ შეტევებში წარიმართა, ორივე გუნდის კართან შეიქმნა საგოლე მომენტები. ტაიმის დასარულს "პარმას" კარის მიმართულებით ძალიან სახიფათო საჯარიმო დაინიშნა, სნეიდერის არყოფნაში ბურთთან ბრაზილიელი მცველი ლუსიო მივიდა. "ინტერის" უკანა ხაზელმა ძალიან ძლიერად და ზუსტად დაატყა, მაგრამ ბურთს ადგილზე დახვდა მირანტე. ასე მიილია პირველი ნახევარი...

დაიწყო მეორე 45 წუთი, პირველი ნახევრისგან განსხვავებით, "პარმას" ფეხბურთლებმა მატჩი ძალიან აგრესიულად დაიწყეს, მასპინძელთა გუნდმა ჟულიო სეზარის კართან ნამდვილი შტურმი მოაწყო. მუდმივმა ზეწოლამ შედეგი 55–ე წუთზე გამოიღო, ხიმენესის მოწოდებულ კუთხურს მილანელთა საჯარიმოში არეულობა მოჰყვა, ამით მშვენივრად ისარგებლა ვალერი ბოჯინოვმა და ანგარიშიც გახსნა. მაურინიო საგონებელში ჩავარდა, მოედანზე მარიო ბალოტელის გამოყვანა გადაწყვიტა, პორტუგალიელმა სპეციალისტმა ივან კორდობა და ტიაგო მოტა სათადარიგოთა სკამზე დასვა, ხოლო მათ ნაცვლად თამაშში დავიდე სანტონი და განელ–იტალიელი ბალოტელი ჩაერთნენ.

როგორც ფეხბურთის ქომაგები იტყვიან, მაურინიომ შეცვლა გაიცნო, მოედანზე 2 წუთის გამოსულმა ბალოტელიმ, მასპინძელთა კართან შექმნილი სიმჭიდროვით კარგად ისარგებლა, ბრბოს გამოეყო და საჯარიმოს ფარგლებთან გადმოვარდნილი ბურთი მეკარისგან მარცხენა კუთხეში შეაგორა. ასე, იყო, თუ ისე ანგარიში გათანაბრდა. ამის შემდეგ მოედანზე ნამდვილი სასაკლაო მოეწყო, ორივე გუნდის მოთამაშეები ბევრს უხეშობდნენ, ყვითელ ბარათებსაც ბლომად იღებდნენ და მსაჯების მიმართ უწმაწურ სიტყვებსაც არ იშურებდნენ.

შეხვედრის არბიტრი საგონებელში ჩავარდა, თამაშის სადავეებს ვეღარ აკონტროლებდა და ამიტომ ფეხბურთელთა დაშოშმინება ამ ხერხით სცადა, 72–ე წუთზე, "პარმა" ათი კაცით დატოვა, მოედნიდან ვალიანი გააძევა, რომელმაც ბოლო ათ წუთში სერიოზული უხეშობით დაგვამახსოვრა თავი.

დარჩენილი 20 წუთი მასპინძელმა გუნდმა საკუთარ საჯარიმოს მიჯაჭვულმა გაატარა, მაგრამ "პარმას" ფეხბურთელების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ ბოლომდე იბრძოლეს, მეტოქეს არაფერი დაუთმეს და სასურველ შედეგსაც მიაღწიეს, მატჩი ყაიმით 1–1 დასრულდა.

შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად ანტონიო მირანტე დაასახელეს, რომელაც კარიერის ერთ–ერთი ყველაზე დასამხსოვრებელი მატჩი ჩატარა.
 

{ვიდეო }


 

პარმა: მირანტე, ძაკარდო, დელაფიორე, ლუკარელი, კასტელინი, ვალიანი, მორონე, გალოპა, ბოჟინოვი, ხიმენესი, ბიაბინი.
სათადარიგოები:
 პავარინი,ტრაორე,ბაკოლო,ლუნარდინი,ლანცაფანე,ანტონელი,პალოსკი.

ინტერი: ჟულიო სეზარი, მაიკონი, მატერაცი, ლუსიო, კორდობა, ძანეტი, კაამბიასო, მოტა, პანდევი, ეტო'ო, მილიტო.

სათადარიგოები: ტოლდო, სამუელი, სანტონი, მუნტარი, მარიგა, ბალოტელი, არნაუტოვიჩი.
 

ნანახია: 697 | დაამატა: inter | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 4
1 interinio  
2
int
Ise mogebac shegvedzlo ... parmam ki kargad itamaha

2 devii  
2
au shemdge tamashi baloteli ro ar daayenos ar sheeidzleba vabshe yvelaze magari kaciaa :X

3 interist  
2
pandevs sagol raa ra kargad tamshobda sneidis adgilas moednis shuashi uff didi ambavi ro ver moviget aba juve da milani 10dan 2 tmashs ro moigeben chkuaze ar arian da 1 fre albat epatiebat :D :D antiyuve antimilan

4 adribaba  
1
marigas da pandevs ra burti augo to

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
«  თებერვალი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter