ორშაბათი, 06.05.2024, 01:59
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2010 » თებერვალი » 4 » ინტერი 1–0 ფიორენტინა (ფეხბურთელთა შეფასებები)
13:43
ინტერი 1–0 ფიორენტინა (ფეხბურთელთა შეფასებები)

(ფეხბურთელთა შეფასებები)

გუშინ საღამოს, კოპა იტალიას ნახევარფინალური მატჩი გაიმართა, ერთმანეთს მილანის "ინტერი" და ფლორენციის "ფიორენტინა" დაუპირისპირდნენ. დაძაბულ ბრძოლაში მაურინიოს შეგირდებმა გაიმარჯვეს, შეხვედრა 1–0 დასრულდა და ეს ერთი გოლიც დიეგო მილიტოს ანგარიშზეა. თამაში ორმხრივ შეტევებში მიმდინარეობდა, ორივე გუნდი გახსნილ ფეხბურთს თამაშობდა, ნეიტრალური გულშემატკივარი კმაყოფილია, მათ ხომ უსაზღვრო სიამოვნება მიიღეს...

ინტერი
 
ტოლდო 6  "ბევრი საქმე არ ჰქონია, მაგრამ რამდენიმე ეპიზოდში ბრწყინვალედ ითამაშა. ვეტერანი მეკარე მშვენიერ ფორმაშია."

მაიკონი 6.5  "ჩვეულად, კარგად ითამაშა მარჯვენა ფლანგზე, დაცვაში უშეცდომოდ ასპარეზობდა, ხოლო შეტევაში თავი ვერაფრით დაგვამახსოვრა."

ლუსიო 7  "ბრაზილიელი უკანა ხაზელი ბრწყინვალე ფორმაშია, მეორე სართულზე ორთაბრძოლა ფაქტიურად არ წაუგია."

მატერაცი 7  "იტალიელმა მცველმა კარგი შთაბეჭდილება მოახდინა პუბლიკაზე. შეცდომებს იშვიათად უშვებდა, ხოლო მეტოქის კართან შექმნილი სტანდარტების დროს ბევრს აქტირუობდა."

სანტონი 7.5 "ახალგაზრდა ფეხბურთელი ძალიან კარგ ფორმაშია, საკუთარ გუნდში საუკეთესო შეფასება მიიღო."

ძანეტი 7 "ვეტერანი არგენტინელი ჩვეულ რიტმში განაგრძობს ასპარეზობას, მუდმივად მშვიდი, მონდომებული და შედეგიანი."

კამბიასო 6.5 "არ იყო მისი საუკეთესო შეხვედრა. უამრავ შეცდომას უშვებდა, ბურთს ადვილად თმობდა და არაზუსტ გადაცემებს აკეთებდა."

მუნტარი 5.5 :"საშინლად ითამაშა, არც შეტევაში ვარგოდა და არც დაცვაში, მოკლედ ორივე გუნდიდან ერთ–ერთი ყველაზე სუსტი რგოლი გახლდათ."

სნეიდერი 6.5 "ჰოლანდიელი საკმაოდ კარგ ფორმაშია, რაც მთავარია ძალიან შედეგიანად და ლამაზად ასპარეზობს."

მილიტო 7 "გაიტანა გოლი, სხვა არაფერი მნიშნველოვანი არ შეუქმნია მოედანზე. არ იყო მისი საუკეთესო მატჩი."

ბალოტელი 7 "კომოტოს და ნატალის შავი დღე აყარა, წარმოშობით განელი–იტალიელი ძალიან ტექნიკური და სწრაფი ფეხბურთელია. სერია "ა"–ში ერთ–ერთი საუკეთესოა."
შეცვლაზე შესულები

პანდევი 6 "ძალიან კარგად ჩაერთო თამაშში, მართალია გოლის გატანა ვერ მოახერხა, მაგრამ ლამაზი და დახვეწილი მოძრაობებით დაამახსოვრა ყველას თავი."

ტიაგო მოტა 6 "ჩამშლელი ნახევარმცველის პოზიციაზე ბრწყინვალედ ასპარეზობს."

მარიგა  N/A


ნანახია: 671 | დაამატა: inter | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 4
1 interinio  
3
flagitaly flagitaly flagitaly flagitaly flagitaly

sagol magari statiaaa ...

2 adribaba  
3
dzzzn magari statiaa inter dzma sagol.......muntarize vikaipe არც შეტევაში ვარგოდა და არც დაცვაში....pasebis gaketeba ar icis am yrum

3 intera  
2
საღოლ ძმა, მაგარი სტატიაა specool დაცვას მაგრად უთამაშია, თან სანტონს და მატერაცის. ეს ძალიან კარგია specool მთავარია მოვიგეთ და ჩელსის დამარცხება მინდააააააა flag3 flagitaly flag3

4 interist  
0
marko momeconaaa mmagrad meore tamshiaa zalian magrad tmashobs sagol inters mituemtes pirvel taimshi magrad itamshes da rac mtavariaa moviget flag3 flag3 flag3 flag3

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
«  თებერვალი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter