იტალიის სერია ა–ს 10–ე ტურში ინტერი საკუთარ მოედანზე პალერმოს დაუპირსპირდა და შეხვედრა მეტად უხვგოლიანი აღმოჩნდა. სან სიროზე შეკრებილმა მრავალათასიანმა გულშემატკივარმა რვა ბურთის ხილვა შესძლო. მილანელები პირველივე წუთებიდან შეტევებს ახორციელებდა მეტოქე გუნდის კართან, რაც საბოლოო ჯამში მეშვიდე წუთზე ეტო'ოს მიერ თერთმენტრიანის ნიშნულიდან გოლის გატანაც მეტყველებს. ინტერმა შეიძლება ითქვას პალერმო თავის ნახევარზე თითქმის მთელი პირველი ტაიმი მიაჯაჭვა და 34–ე წუთზე ბალოტელიმ მორიგი გოლი გაიტანა პალერმოს კარში 2:0. რვა წუთის შემდეგ კი კვლავ ბალოტელიმ შესძლო გოლის გატანა და სამამდე გაზარდა ანგარიში 3:0. 43–ე წუთზე სამუელ ეტო'ომ დუბლი გაიფორმა და პირველ ტაიმში შეხვედრის ბედი პრაქტიკულად გადაწყვეტილი იყო.
ახლა კი გადავიდეთ მეორე ტაიმის პერიპეტიებზე. მეორე ტაიმი გაცილებით საინტერესო აღმოჩნდა და კვლავ ოთხი გოლი გავიდა, თუმცა...
ჟოზე მაურინიოს გუნდს აშკარად ეტყობოდა მეორე ტაიმის პირველივე წუთებიდან, რომ მეტად თავდაჯერებული იყო გუნდი, რადგან ამის საბაბიც გააჩნდა.
პალერმომ ისარგებლა ინტერის ასეთი სუსტი თამაშით და მეორე ტაიმის პირველ წუთებში ანუ 49–ე წუთზე მიკოლიმ შესძლო ანგარიშის სამამდე შემცირება 4:1. სიცილიური გუნდი კვლავ ახორციელებდა შეტევებს და 62–ე წუთზე და 67–ე წუთზე ერნანდესმა 4:3 გახადა ანგარიში და საკმარისი იყო დრო იმისთვის, რომ კიდევ ერთი გოლი გაეტანა პალერმოს.
ჟოზე მაურინიოს გუნდი მიხვდა, რომ ამ მატჩის მოგება არც ისე ადვილია და მასიური შეტევები წამოიწყო ერთი მეორეს მიყოლებით და მილიტომ 83–ე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა და წერტილი დაუსვა პალერმოს შანსებს. 5:3 და ინტერის აქტივში მორიგი სამი ქულა ჩაიწერა.
|