სამპდორიასთან მატჩის დროს უმსგავსო საქციელის გამო ჟოზე მოურინიო კვლავ დასაჯეს. ამჯერად დისკვალიფიკაცია 3-მატჩიანია. ზემოთ ხსნებული თამაშში "ნერიაძურის" შეხვედრის პირველ ნახევარში ივან კორდობა და ვალტერ სამუელი გაუძევეს მოედნიდან. პორტუგალიელმა ტაქტიკოსმა "ხელების დაბმის" ჟესტით გამოხატა თავისი პროტესტი მსაჯის წინააღმდეგ. ეტოოს წაქცევისთვის არ დანიშნულმა პენალტმა კი მოურინიოში ხმამაღალი ირონიული სიცილი გამოიწვია. ამ ყველაფრის გამო შავ-ლურჯები 3 თამაშს თავისი მთავარი მწვრთნელის გარეშე ჩაატარებენ სერია ა-ში. თავად მოურინიოს კი 40 000 ევროს გადახდა მოუწევს. ინტერის დასჯა მხოლოდ მწვრთნელით არ შემოიფარგვლება. მოედნიდან გაძევებულ კორდობასა და სამუელს კამბიასოსა და მუნტარის დისკვალიფიკაციები დაემატა. არგენტინელი და განელი სამპდორიელ ფეხბურთელებთან კონფლიკტის გამო 2 მატჩს გამოტოვებენ.