შეხვედრა: ინტერი – იუვენტუსი
ადგილი: ჯუზეპე მეაცა, მილანი.
დრო: ხუთშაბათი, 2010 წლის 28 იანვარი.
ჯუზეპე მეაცას სახელობის მოედანზე ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგება, ერთმანეთს ადგილობრივი ინტერი და ტურინის იუვენტუსი დაუპირისპირდებიან. წლევანდელ, 2009|10 წლის სეზონში ეს გუნდები ერთმანეთს პირველად დეკემბრის დასაწყისში შეხვდნენ. მატჩი ტურინში, სტადიო ილიმპიკოზე გაიმართა, იმ შეხვედრაში, მასპინძლებმა მრისხანე მეტოქე დამარჯერებლად 2–1 დაამარცხეს. საბოლოოდ ხვალ, მილანში, სან სიროზე გაირკვევა ამ ორ გრანდს შორის უძლიერესის ვინაობა.
ჟოზე მაურინიოს დამოძღვრილი გუნდი გაცილებით უფრო კარგ ფორმაშია, ვიდრე ჩირო ფერარას იუვენტუსი. ამას სერია ა–ს ბოლო ტურის შეხვედრებიც მოწმობს, უმცირესობაში დარჩენილმა "ნერაძურამ" თანაქალაქელი მილანი 2–0 დაამარცხა, ხოლო "მოხუცი სენიორას" შეგირდებმა, საკუთარ მოედანზე რომასთან წინააღმდეგ, 1–2 დათმეს მატჩი და ისედაც რთული მდგომარეობა, კიდევ უფრო გაირთულეს.
ინტერი ყველა ტურნირზე დიდებულად ასპარეზობს. მაურინიოს შეგირდები ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალშიც გავიდნენ, კოპა იტალიაზეც უდანაკარგოდ გამოდიან და სერია ა–საც ერთპიროვნულად ლიდერობენ. აი რაც შეეხება იუვენტუსს, აქ საქმე გაცილებით რთულადაა, ტურინულ გრანდს თითქმის არც ერთი ტურნირის მოგების პერსპექტივა აღარ გააჩნია. ჯერ იყო და ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ჯგუფურ ეტაპს ვერ დაახწიეს თავი, შემდეგ სერია ა–ში დაეწყოთ ჩავარდნების სერია და ბოლოს ეროვნული ჩემპიონატის მე–6 ადგილზე იმყოფებიან.
"ბიანკონერის" მთავარ დამრტყმელ ძალად ბრაზილიელი დიეგო ითვლება, მაგრამ უსამართლობა იქნება იტალიელი და საერთოდ მსოფლიო ლეგენდის, დელ პიეროს დიდებული თამაში, არ ავღნიშნოთ. ასეთი სტატისტიკის მიუხედავად, დამდეგ დაპირისპირებაში ფავორიტის გამოყოფა დიდი უაზრობა იქნება, ასეთ შეხვედრებში ძლიერი და სუსტი არ არსებობს, ვის რა შეუძლია მოედანზე გამოჩნდება.
ინტერის გასული 5 შეხვედრის შედეგები
24 იანვარი–"მილანი" (გამარჯვება 2–0)
16 იანვარი–"ბარი" (ყაიმი 2–2)
9 იანვარი–"სიენა" (გამარჯვება 3–4)
6 იანვარი–"კიევო" (გამარჯვება 1–0)
20 დეკემბერი–"ლაციო" (გამარჯვება 1–0)
იუვენტუსის გასული 5 შეხვედრის შედეგები
23 იანვარი–"რომა" (მარცხი 1–2)
17 იანვარი–"კიევო" (მარცხი 1–0)
13 იანვარი–"ნაპოლი" (გამარჯვება 3–0)
10 იანვარი–"მილანი" (მარცხი 3–0)
6 იანვარი–"პარმა" (გამარჯვება 2–1)
ინტერის სიახლეები
რენე კინი, კრისტიან კივუ და დეიან სტანკოვიჩი გამოჯანმრთელებულნი არიან. ინტერის პრობლემები ნელ–ნელა მცირდება. მაურინიო შედარებით უკეთესს მდგომარეობაშია, ვიდრე გასულ ტურში, პორტუგალიელ თავკაცს მილანურ დერბიში 5 წამყვანი ფეხბურთელი აკლდა, ამის მიუხედავად მისმა დამოძღვრილმა გუნდმა, თანაქალაქელი როსონერი დამაჯერებლად 2–0 დაამარცხა.
სავარაუდო შემადგენლობა: ჟულიო სეზარი, მაიკონი, ლუსიო, სამუელი, სანტონი, ძანეტი, კამბიასო, მუნტარი, სნეიდერი, პანდევი, დიეგო მილიტო.
ტაქტირკური სქემა (4–3–1–2)
იუვენტუსის სიახლეები
იაკინტა, კასერესი, ჯოვინკო, ტრეზეგე, სალიჰამედიჩი და ლუკა მარონე ტრავმირებულები არიან. ჩირო ფერარას საკადრო პრობლემები აქვს, რომლის მოგვარებასაც ალბათ ვერ მოასწრებს, რადგან იტალიელი სპეციალისტი მოხუცი სენიორას მწვრთნელის პოსტს ძალიან მალე დატოვებს.
სავარაუდო შემადგენლობა: ბუფონი, გრიგერა, კანავარო, კიელინი, გროსო, სისოკო, კანდრევა, ფელიპე მელო, დიეგო, დელ პიერო, ამაური.
ტაქტიკური სქემა (4–2–2)
გუნდის ლიდერები
დიეგო მილიტო (ინტერი)
ალესანდრო დელ პიერო (იუვენტუსი)
|