მილანის ინტერი სტივენ ჟერარდში 40 მილიონ ევროს იხდის
ლივერპულის კაპიტანი სტივენ ჟერარდი მილანის ინტერის მთავარი სამიზნეა, ჟოზე მაურინიო მასში 40 მილიონ ევროს იხდის, ეს ინფორმაცია დღეს Daily Star Sunday–მა გაავრცელა.
როგორც ამბობენ, პორტუგალიელი სპეციალისტი წითლების უდავო ლიდერით ჯერ კიდევ ჩელსიში მუშაობის დროს მოხიბლულა, მაგრამ იცოდა რა, რომ ჟერარდისთვის სხვა ინგლისურ გუნდში გადასვლა წარმოუდგენელი იყო, მისთვის შეთავაზების გაკეთებაზე არც უფიქრია.
დღეს კი, როცა ლივერს მძიმე დროება უდგას და ჩემპიონთა ლიგაზე ვერ მოხვედრის შემთხვევაში გუნდის ლიდერები წასვლას არ გამორიცხავენ, მაურინიო ჟერარდის გადაბირების საკითხს უკვე სრული სერიოზულობით უდგება და საქმის კურსში მასიმო მორატიც ჩააყენა.
|