როგორც SportItaly აცხადებს, ინტერის ხელმძღვანელობა რიკარდო კუარეზმას შემცვლელს პორტუგალიაში ეძებს. მათი არჩევანი, ლისაბონის სპორტინგის ნახევარმცველ მიგელ ველოზოზე შეჩერდა.
კუარეზმა, ველოზო და მაურინიო კარგი მეგობრები არიან. მათ შეიძლება გაცვლაც მოახდინონ და მიგელი იტალიაში ჩამოიყვანონ, ხოლო რიკარდო პორტუგალიაში დააბრუნონ. ნერაძურას ბოსები ლაციოს შემტევი ნახევარმცელი, კრისტიან ლედესმათიც ინტერესდებიან, ახალგაზრდა რომაელი მართლაც კარგ ფორმაშია და შეიძლება მილანურ გრანდში აღმოჩნდეს.
მასიმო მორატიმ (ინტერის პრეზიდენტი) პირველი მოწვევა გაუგზავნა ლაციოს ხელმძღვანელობას, იგი მზადაა 7.5 მილიონი ევროს გადასხდელად, მაგრამ რომაელები ამას არ დათანხმდნენ. მათი განცხადებით, კრისტიანი მინიმუმ 10 მილიონი ღირს...
ინტერი ნახევარმცველების კრიზისშია, მილანელებს ძალიან ბევრი ფეხბურთელი ყავთ ტრავმირებული, ზოგიც ცუდ ფორმაშია, ზოგს გუნდის დატოვება სურს, მოკლედ, მაურინიო ძალიან რთულ მდგომარეობაშია, ამ სიტუაციიდან გამოსასვლელად კი გუნდში ახალი ფეხბურთელების მოყვანაა საჭირო.
ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, ყველაფერს თებერვლის შუა რიცხვებში შევიტყობთ...
|