იტალიური პრესის თანახმად მილანის ინტერი ფლორენციის ფიორენტინას 20 მილიონ ევროს სთავაზობს ვარგასის სანაცვლოდ. ცნობილი გახდა, რომ მასიმო მორატი უკვე ახლა მზადაა შეათანხმოს ფინანსური პირობები პერუელის აგენტთან.
"ნერიაძური" ფულადი თანხის გარდა "ვიოლას" იტალიის 21 წლამდელთა ყოფილ მეკარეს ემილიანო ვივიანოს სთავაზობს, რომლის სატრანსფერო უფლებები ინტერსა და ბოლონიას ეკუთვნის. გარიგების განხორციელების შემთხვევაში იტალიელი კიპერი ფლორენციელთა საკუთრება გახდება.
ინტერის გარდა ვარგასის სახელს ლივერპულსა და რეალს უკავშირებენ, თუმცა ასე სარფიანად ჯერჯერობით არც ერთს მოუმართავს და არც მეორეს