Tuttosport -ის ცნობით, "პსვ"–ს კაპიტანი, იბრაჰიმ აფელაი მილანის "ინტერის" ინტერესების სფეროში მოექცა და "ნერაძური" მის გადაბირებას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეეცდება.
შეგახსენებთ, რომ აფეალით დაინტერესებას აქამდე მადრიდის "ატლეტიკო" გამოთქვამდა, მაგრამ უკვე ცხადია, რომ მადრიდელებს რაფა ბენიტესის გუნდის სახით სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდათ. "პსვ"–ს კაპიტანს ჰოლანდიურ გრანდთან კონტრაქტი 2011 წლის ზაფხულში ეწურება, რაც, როგორც იცით, იმას ნიშნავს, რომ გუნდმა მის გაყიდვაზე ახლავე ან მაქსიმუმ მომავალ ზამთარს უნდა იზრუნოს, თორემ ერთ–ერთ ლიდერს სრულიად უსასყიდლოდ დაკარგავს.
|