მასიმო მორატისა და ანდრეა სტრამაჩიონის კომენტარები ცხადყოფს რომ "ნერაძური” მატჩს სრული სერიოზულობით ეკიდება. გუნდის მთავარი მწვრთნელის განცხადებით, "ინტერს” უბრალოდ არ აქვს უფლება არ იფიქროს ყველა იმ ტურნირის მოგებაზე, რომელშიც კი მონაწილეობას იღებს. "მართალია სამ ფრონტზე ბრძოლა ძალიან რთულია, მაგრამ ვეცდებით ყველა ტურნირზე ჩვენი საუკეთესო შედეგი ვაჩვენოთ”, – აღნიშნა იტალიელმა სპეციალისტმა.
სტეფანო პიოლის არ დაუმალავს იმ ფეხბურთელების სია, რომელთაგან საბოლოოდ შეარჩევს სასტარტო თერთმეტეულს. ტრამვების გამო სიაში ვერ მოხვდნენ ახალგაზრდა ფრანგი ნახევარმცველი საფირ ტაიდერი და გამოცდილი ფორვარდი რობერტ აკვაფრესკა, რომელიც ერთ დროს "ნერაძურიში” ირიცხებოდა.
აღსანიშნავია რომ "ჟუზეპე მეაცაზე” ბოლო სტუმრობა "ბოლონიამ” 0:3 მოგებით აღნიშნა და დღეს მასპინძლები საკუთარ მოედანზე საკადრისი რევანშის ასაღებად ყველაფერს გააკეთებენ.
აქვე შემადგენლობები ინტერი :ჰანდანოვიჩი სილვესტრე, კამბიასო, კივუ ძანეტი, გუარინი, გარგანო, პერეირა პალასიო მილიტო, კასანო ბოლონია: აგლიადი მოტა, ანტონსოსნი, პორტანოვა, კერუბინი კრინი, კონე, პერესი გაბიადინი, დიამანტი ჯილარდინო
|