შეგახსენებთ რომ გუშინ გაიმართა სერია-ა-ს 24-ე ტური, სადაც ”ინტერმა” საკუთარ სტადიონზე სან-სიროზე ”კიევოს” უმასპინძლა და დაამარცხა ანგარიშით 3-1, დიდი ჩავარდნის შემდეგ ”ინტერის” ფეხბურთელებმა გუშინდელი მატჩი შესანიშნავად ჩაატარეს, ახლა გთავაზობთ Gazzetta dello Sport-ის მიერ გამოქვეყნებულ ფეხბურთელების შეფასებას:
სამირ ჰანდანოვიჩი-6 : ”ინტერის” გოლკიპერმა კარგი მატჩი ჩაატარა, მიუხედავად იმისა რომ 1 გოლი გაუშვა. თუმცა სტუმრებს ჰანდანოვიჩი ძალიანაც არ შეუწუხებიათ.
ანტონიო კასანო-7 : იტალიელმა ანგარიში მეორე წუთზე გახსნა და საკუთარი გუნდი დააწინაურა, ასევე გააკეთა საგოლე გადაცემაც და მთლიანობაში მან გენიალური მატჩი ჩაატარა, ამიტომ კარგი შეფასებაც დაიმსახურა.
ხავიერ ზანეტი-6,5 : ”ინტერის” ლეგენდარულმა კაპიტანმაც შესანისნავი შეფასება მიიღო, ზანეტი როგორც ყოველთვის ბოლომდე გაიხარჯა და წამოიწყო არა ერთი სახიფათო კონტრშეტევა.
ანდრეა რანოკია-7 : ”ინტერის” ახალგაზრდა მცველმა გუშინდელი მატჩი შესანიშნავად ჩაატარა, მაშინ როდესაც ანგარიში 1-1 იყო, რანოკიამ 26-ე წუთზე საკუთარი გუნდი დააწინაურა და კასანოს მიერ ჩაწოდებული კუთხური გოლად აქცია.
დიეგო მილიტო-7 : არგენტინელის შესანიშნავი დაბრუნება, დიდი პაუზის შემდეგ დიეგო მილიტომ თამაში გუშინ განაახლა და გენიალური თამაში ჩაატარა არგენტინელმა 50-ე წუთზე გოლი, გაიტანა და ”ინტერის” უპირატესობა გაამყარა.
როდრიგო პალასიო-5,5 : პალასიომ გუშინ საკუთარი თამაში ვერ აჩვენა, ამიტომ დაბალი შეფასება დაიმსახურა, თუმცა პალასიო მანც რჩება ტრიოს ნაწილად რომელიც ”ინტერის” წამყვანი ძალაა თავდსხმაში.
ესტებან კამბიასო-7 : ”ინტერის” არგენტინელმა ნახევარმველმა შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და საგოლე გადაცემაც გააკეთა, რომელიც დუეგო მილიტომ გაიტანა.
ვალტერ გარგანო-6,5 : ფეხბურთელი, რომელიც ხშირად კრიტიკის ცენტრშია, გუშინ შესანიშნავად ითამაშა და გენიალური მატჩი ჩაატარა, გარგანო კარგად გაისარჯა მოედანზე, ეხმარებოდა დაცვას და ამწვავებდა შეტევებს, გარგანოს ჰქონდა გოლის გატანის შანსიც თუმცა არ გაუმართლა, როდესაც მისი ჩაწოდებული ჯარიმა ძელს მოხვდა.
ჟუან ჟესუსი-6,5 : ასევე კარგი თამაში აჩვენა ”ინტერის” ახალგაზრდა 20 წლის მცველმაც, როგორც ყოველთვის ჟუანი ბოლომდე დაიხარჯა და შედეგიც სახეზეა.
დეჟან სტანკოვიჩი-6 : სტანკოვიჩის შემოსვლას სტადიონზე დიდი ოვაციები მოყვა ტრიბუნებიდან, რადგან მან ტრამვის გამო სეზონის პირველი წრე მთლიანად გამოტოვა, სტანკოვიჩმაც შესანისნავად ითამაშა და კარგი შეფასებაც დაიმსახურა.
იუტო ნაგატომო-6 : იაპონელმა კარგი მატჩი ჩაატარა და ჩვეულ ფორმაში იყო, ნაგატომომ ბევრჯერ გაამწვავა შეტევა და დაცვაშიც კარგად გაისარჯა.
კუზმანოვიჩი-6 : ”ინტერის” ახალწვეულმა კუზმანოვიჩმა ”ინტერის” მაისურით მეორე შეხვედრა ჩაატარა, როგორც ახალწვეული შესანიშნავად შეეწყო გუნდს და კარგი თამაში ჩაატარა.
რიკარდო ალვარესი-6,5 : ”ინტერის” ახალგაზრდა არგენტინელი ნახევარმცველს თამაშის საშუალება დიდი ხნის მანძილზე არ ეძლეოდა, თუმცა გუშინ ”ინტერის” თავკაცი ენდო და მეორე ტაიმში მილიტოს ნაცვლად შემოიყვანა. არგენტინელმა შესანისნავად ითამაშა, გუშინდელ მატჩში მან ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტიც შექმნა და საოცარი პასი გააკეთა, რომელითაც დიდი კომპლიმენტები დაიმსახურა, სამწუხაროდ ეს გადაცემა გოლით ვერ დასრულდა, თუმცა ალვარესმა კიდევ ერთხელ აჩვენა საკუთარი თავი და შესაძლებლობები.