მილანის "ინტერი" ედინ ძეკოს გადაბირებას ზაფხულში შეეცდება - იტყობინება ცნობილი გამოცემა, Goal. შეგახსენებთ, რომ "მილანელებს" ბოსნიელი ფორვარდის შეძენა ზამთარში სურდათ, თუმცა მოლაპარაკებები ჩაიშალა. 26 წლის ძეკო, რომელიც "სიტიში" 2011 წელს გადავიდა უკმაყოფილოა იმის გამო, რომ უმეტეს დროს იგი სკამზე ატარებს და არა მოედანზე. შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგაში ედინს 26 გოლი აქვს გატანილი.
|