"ლურჯ–შავები" აგრძელებენ გამოცდილი ფორვარდის ძიებას, რომელმაც ტრავმირებული დიეგო მილიტო უნდა ჩაანაცვლოს. შეგახსენებთ, რომ "კლუჟთან" მიღებული დაზიანების შემდეგ არგენტინელი ფეხბურთს 9 თვით ჩამოშორდა.
"ინტერი" ამ პოზიციაზე ჯონ კარეუს ვარიანტს განიხილავდა, თუმცა შემდეგში უარი განაცხადა, რადგან ნორვეგიელი არასასურველ ფიზიკურ კონდიციებში იმყოფებოდა.
ახლა კი "ნერაძურიმ" თვალი ჰოლანდიელ რუუდ ვან ნისტერლოის დაადგა, რომელმაც აქტიური საფეხბურთო კარიერა 1 წლის წინ დაასრულა. ივლისში "პსვ"-ს, "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "რეალის" ყოფილ ბომბარდირს 37 წელი შეუსრულდება.
|