"ინტერი" "შტუტგარტის" ნახევარმცველის ზდენკო კუზმანოვიჩისა და "ანდერლეხტის" ჰავბეკის ლუკას ბილიას შესაძლო ტრანსფერს განიხილავს, იტყობინება La Gazzetta dello Sport.
მოსალოდნელია, რომ "ნერაძური" ამ ორი ფეხბურთელიდან ერთ-ერთს შეიძენს, იმ შემთხვევაში, თუ "კორინთიანსთან" პაულინიოს ტრანსფერს ვერ შეათანხმებს.
შეგახსენებთ, რომ რამოდენიმე დღის წინ ბრაზილიურმა კლუბმა ახალგაზრდა ფეხბურთელი იტალიაში 15 მილიონი ევროს სანაცვლოდ არ გაუშვა. გასულ სეზონში პაულინიომ ბრაზილიის ჩემპიონატში 23 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა.

წყარო: La Gazzetta dello Sport