იტალიის ჩემპიონა წინა სეზონების მსგავსად პირველი მატჩი ფრედ,ხოლო მეორე გამარჯვებით გააგრძელა.
პირველი ქულები ინტერნაციონალემ ბოლონიასთან პირველივე ტურში დაკარგა.ქულებს ვინ ჩივის თამაში აჩვენა საშინელი "შავ-ლურჯმა" დრაკონმა.ყველა ელოდა,რომ უდინეზესთან მატჩში ინტერი უფრო დალაგებულ ფეხბურთს ითამაშებდა,თუმცა ამ თამაშმა უფრო მეტი კითხვა გააჩინა ვიდრე პასუხი გასცა.გამარჯვება გამარჯვებააო ბევრი იტყვის,მაგრამ ფაქტია,რომ რაფა ბენიტესის გუნდი უდინეზეს ბევრჯერ გადაურჩა.
ინტერის შემადგენლობაშიც იყო ცვლიებები,ძირითადში ვერ მოხვდნენ მაიკონი და პანდევი (პირველი ტრავმის,მეორე სათადარიგოზე იყო),მათ ნაცვლად მოედანზე მაკდონალდ მარიგა და ჯონათან ბიაბიანი გამოვიდნენ.ნერააძური ჯერ კიდევ მეშვიდე წუთზე ლუსიოს გოლით დაწინაურდა.თავიდან უპირატესობას ინტერი ფლობდა,თუმცა სერიოზულ შეტევებს ვერ ახორციელებდა.ამ დროს უდინეზე ცდილობდა რაიმე სარფიანი კონტრშეტევა მოეწყო მეტოქის კართან.სანჩესის შეკავება კივუმ ვერ მოახერხა,სტუმართა შემტევი მუდამ სცდებოდა რუმინელ მცველს,მაგრამ საბოლოოდ ცენტრში ლუსიო და სამუელი იდგნენ გაუვალი კედელივით.
კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთს ფლორო ფლორესი დახვდა,რომელსაც ლუსიო არ მიჰყვა ბოლომდე და თავდამსხმელმაც ინტერის კარი უპრობლემოდ აიღო.ამრიგად გოლი 31-ე წუთზე გავიდა და ანგარიშიც 1-1 გახდა.შემდეგ იყო მილიტოსა და სამუელის ეპიზოდები,თუმცა გოლად ვერცერთი იქცა.
პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა.მეორეს დასაწყისში სანჩესის გარღვევა ვნახეთ,რომელმაც პასი ფლორო ფლორეს მიაწოდა,ეს უკანასკნელი სეზართან ერთი-ერთზე დარჩა თუმცა ბურთი კარს ააცილა და მომენტიც განიმუხტა.ამაზე ინტერმა მარიგას მომენტით უპასუხა.სნეიდერმა მშვენივრად მოატყუა მცველები და პასი კარიდან ექვს მეტრში მდგარ მარიგას მიაწოდა,რომელმაც უხეიროდ დაარტყა და ჰანდანოვიჩსაც არ გაჭირვებია ბურთის დაუფლება.აღსანიშნავია,ჰოლანდიელის შესანიშნავი თამაში მთელი მეორე ტაიმის განმავლობაში.
ამის შემდეგ ცვლილებების სერია განხორციელდა,მოედანზე პანდევი,კორადი და ანჯელა შემოვიდნენ.სწორედ ეს უკანასკნელი ახალგაზრდა მცველი,რომელიც ამ ზაფხულს მოვიდა ემპოლიდან უდინეზეში გახდა "ავტორი" ინტერის მეორე გოლისა.სნეიდერის ჩაწოდებას მან ხელი დაუხვედრა რის გამოც პენალტი დაინიშნა.თერთმეტმეტრიანი სამუელ ეტომ ითავა.პირველი დარტყმა ჰანდანოვიჩმა მოიგერია,თუმცა დამატებაზე ხელი ვეღარ შეუშალა და კამერუნელმაც ანგარიში 2-1 გახადა.აღსანიშნავია,რომ ორი პენალტით ნაკლები დაინიშნა ამ მატჩში,ჯერ იყო და ეტოოს გარღვევა შეაჩერა უდინეზელთა მცველმა თამაშისწესების დარღვევით,თუმცა არბიტრმა სიმულაციისათვის ეტოო დაასაჩუქრა ყვითელი ბარათით,ხოლო შემდეგ სნეიდერის ჩაწოდებული შეაჩერა კვლავ უდინეზელთა ფეხბურთელმა ხელი,მაგრამ ვერც ეს მომენტი განსაჯა მთავარმა არბიტრმა სწორად.
მატჩის მიწურულს,ინტერს,კერძოდ კი ეტოოს კიდევ ერთი შანსი ჰქონდა გოლის გატანისა.მისი მოჭრილი და ტექნიკური დარტყმა ძელმა იხსნა,დამატებაზე კი მუნტარი - პანდევის დუეტმა ერთმანეთს ვერ გაუგო და შედეგად შეტევაც დაიკარგა.
მიუხედავად იმისა,რომ გამარჯვება ინტერს ხვდა წილად,აღსანიშნავია უკანა ხაზის შედარებით ცუდი თამაში.უდინეზესაც ჰქონდა უმარავი კარგი მომენტი,რომელთა რეალიზებაც ვერ მოხდა.აქედან გამომდინარე ესპანელ მწვრთნელს კიდევ ბევრი აქვს სამუშაო.
ინტერი 2-1 უდინეზე
გოლები: ლუსიო, 7, ეტოო, 67 - ფლორო ფლორესი, 31
ინტერი: ჟულიო სეზარი, ძანეტი, სამუელი, ლუსიო, კივუ (კორდობა, 55), მარიგა, კამბიასო, სნეიდერი, ბიაბიანი (პანდევი, 63), ეტოო, მილიტო (მუნტარი, 81)
უდინეზე: ჰანდანოვიჩი, საპატა, ბენატია (კუადრადო, 84),დომიცი , პინცი, ინლერი, ასამოა, პასკუალე (ანჯელა, 59), სანჩესი, დი ნატალე, ფლორო ფლორესი (კორადი, 63)
გაფრთხილება: ძანეტი, ეტოო - პინცი, დი ნატალე, კუადრადო
|