"ნერაძური" უკვე დიდი ხანია, რაც "კორინთიანსის" ლიდერის პაულინიოს გადაბირებას ცდილობს, თუმცა თავად ბრაზილიელს ევროპაში გადაბარგება ჯერ არ სურს.
"ინტერს" ამდენი ლოდინი მობეზრდა და ნახევარდაცვის ხაზის გაძლიერების სხვა ვარიანტების განხილვა დაიწყო.
Gazzetta dello Sport თვლის, რომ პაულინიოს მთავარი ალტერნატივა "ინტერისთვის" "პორტუს" კიდევ ერთი ბრაზილიელი ნახევარმცველი ფერნანდოა. "ნერაძური" "დრაკონებთან" უკვე მართავს მოლაპარაკებებს და იტალიური პრესა იტყობინება, რომ მილანურ კლუბს ფერნანდოს გადაბირება ისეთივე სქემით სურს, როგორც ეს ფრედი გუარინის ტრანსფერზე გააკეთა - არენდით აყვანა შემდგომი გამოსყიდვის უფლებით.
"ინტერისთვის" ნახევარდაცვის ზონის გაძლიერების კიდევ ერთი ვარიანტი ამჯერად გამოცდილი პორტუგალიელი ფეხბურთელი რაულ მეირელეშია, რომელიც ამჟამად "ფენერბაჰჩეში" ასპარეზობს და მსაჯთან მომხდარი ინციდენტის გამო ახლა ოთხმატჩიან დისკვალიფიკაციას იხდის. მოგეხსენებათ, რომ პორტუგალიის ეროვნული ნაკრების 29-წლის ნახევარმცველი თავის დროზე "ლივერპულსა" და "ჩელსიში" გამოდიოდა, სწორედ ამ უკანასკნელი ლონდონური კლუბიდან გადავიდა გასულ ზაფხულს თურქეთის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ კლუბში.