იტალიელი ჟურნალისტების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მილანის "ინტერი” მიუნხენის "ბაიერნის” ჰოლანდიელი ვარსკვლავის, არიენ რობენის შეძენას ცდილობს და მიზნის მისაღწევად, "ნერაძურის” უკვე გამზადებული აქვს 30 მილიონი ევრო. აქამდე გავრცელებული ინფორმაციების თანახმად, რობენის შეძენით დაინტერესებულნი არიან იუვენტუსი და მილანი. თუ Corriere dello Sport -ს დავუჯერებთ, ამ გუნდებს ინტერიც შეუერთდა, რომელიც მზადაა ტრავმების ხშირად მიღებით გამორჩეულ ფეხბურთელში 30 მილიონი ევრო გადაიხადოს. იგივე იტალიური წყაროს ცნობით, კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომლის შეძენაც ინტერს სურს, ტოტენჰემელი სანდროა.
|