"უდინეზემ" იტალიის ჩემპიონატის მე-19 ტურის მატჩში მილანის "ინტერი" გაანადგურა.
მასპინძლებმა "ნერაძურის" სამი უპასუხო გოლი გაუტანეს. დუბლი საკუთარ ანგარიშზე ანტონიო დი ნატალემ ჩაიწერა. იტალია. სერია A. XIX ტური. უდინეზე-ინტერი 3:0 (0:0) გოლები: დი ნატალე 1:0 (64); 3:0 (79), მურიელი 2:0 (75) გაძევება: ჟუან ჟეზუსი (65, ინტერი)