დღეს ინტერმა საბოლოოდ დაასრულა მოლაპარაკებები ბრაზილიურ სანტოსთან.”შავ-ლურჯებმა” ახალგაზრდა ბრაზილიელი ტალანტი ანდრე ფელიპე რიბეირუ დე სოუზა იყიდეს.
ანდრემ ბრაზილიის ჩემპიონატში სანტოსის მაისურით 31 მატჩი ჩაატარა და აქედან 21 ჯერ შეძლო მეტოქის კარის აღება. იგი მხოლოდ 19 წლისაა და საკმაოდ პერსპექტიულ ფეხბურთელადაც ითვლება. საინტერესო კი ისაა,რომ ანდრე ჯერ ნერაძურიში ვერ ითამაშებს.ინტერმა გადაწყვიტა ფეხბურთელი დროებით კიევოში გაუშვას და შემდეგ გადაწყვიტოს მისი ბედი.
ასეთი შეთანხმება ამ ორი გუნდისა აქამდეც გვახსოვს.კერძოდ ასევე მოექცა ინტერი დასაწყისში : ჟულიო სეზარს,ობინას,კერლონს,ბიაბიანისა და მეის. ეს ჩამოთვლილი ფეხბურთელები ინტერის საკუთრებაა და მხოლოდ არენდით იმყოფებიან კიევოში.