ინტერმა დაასახელა ფელიპე კოუტინიოს ფასი, რომლის გადახდის შემთხვევაში ინტერი თანახმა იქნება შეელიოს თავის ნახევარმცველს.
იტალიურ პრესას თუ დავიჯერებთ, ინტერი თანახმა იქნება, ბრაზილიელი 13 მილიონ ევროდ გაყიდოს.
შეგახსენებთ, რომ კოუტინიოს შეძენის პრეტენდენტებია საუთჰემპტონი და ლივერპული, თუმცა მათ არ შეუძლიათ ინტერის ფინანსური მოთხოვნები დააკმაყოფილონ. ლივერპული მზადაა გადაიხადოს 8 მილიონი, საუთჰემპტონი -11.
|