იტალიური გამოცემა "ტუტოსპორტი" იუწყება, რომ "ვალენსიას" ხემძღვანელობა მზადაა ცენტრალური ნახევარმცველის ფერნანდო გაგოს გასაშვებად, რომელიც ოთხშაბათს "რეალთან" შეხვედრაში კლუბის განაცხადშიც ვერ მოხვდა.
აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, არგენტინელი ნახევარმცველის ხილვა თავისთან სურს მილანის "ინტერს". შეგახსენებთ, რომ გაგო "ვალენსიაში" გასულ ზაფხულს გადავიდა. მან "ღამურების" რიგებში 16 შეხვედრა ჩაატარა.