ფერგუსონი ფსონს მილიტოზე ჩადის
ცნობილმა შოტლანდიელმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგუსონმა ისაუბრა მომავალი "ოქროს ბურთის" ფლობელის შეძლო მფლობელზე. "ჩემი აზრით ოქროს ბურთს დიეგო მილიტო მოიგებს "ინტერიდან", არგენტინელმა შესანიშნავი სეზონი ჩაატარა, მან დიდი როლი ითამაშა გუნდის წარმატებაში, ხოლო ჩემპიონთა ლიგის ფინალში მან თავისი თავი წარმოაჩინა ყველა მხრიდან, და ჩემი აზრით მას კარგი შანსები აქვს რომ ეს ჯილდო მოიგოს.
ძანეტის 2014 წლის მუნდიალზე თამაში სურს
მილანის ინტერის არგენტინელმა მცველმა ხავიერ ძანეტიმ არ გამორიცხა 2014 წლის მუნდიალზე გამგზავრების ალბათობა, იუწყება AP. იმ დროისათვის ძანეტი 41 წლის იქნება. 2010 წელს სამხრეთ აფრიკაში მარადონამ ის ზედმეტ ფეხბურთელად ჩათვალა და მუნდიალზე არ იახლა. თუმცა ხავიერმა არაერთხელ განაცხადა, რომ მარადონაზე ნაწყენი არაა.
შეგახსენებთ, რომ სამშაბათს გასამართი ამხანაგური შეხვედრისათვის არგენტინის ნაკრების მწვრთნელმა სერხიო ბატისტამ უბერებელ მცველს ნაკრებში უხმო.
მორატი: მე ბენიტესის იმედი მაქვს
მასიმო მორატიმ პასუხი გასცა ჟოზე მაურინიოს განცხადებას რომელმაც განაცხადა რომ ადრე თუ გვიან ინტერში შეიძლება დაბრუნდეს. "ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ მე ბენიტესის მჯერა და ის შეასრულებს თავის სამუშაოს კარგათ. ჩვენ გვიყვარს მაურინიო და მადლობას ვუხდით მას რაც მან გააკეთა ინტერისთვის. მაგრამ ეხლა ჩვენი მწვრთნელი რაფა და იმედი მაქს რომ მასზეც მადლობელი ვიქნებით როდესაც ის წავა გუნდიდან.