შაბათი, 18.05.2024, 15:31
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2010 » სექტემბერი » 20 » ინტერული ამბები
03:37
ინტერული ამბები
 
 
ძანეტიმ: პალერმოსთან მატჩის შემდეგ გონება დაკარგა

მესი ცდილობდა გუარდილიოს დაყოლიებას არ გაეყიდა ეტოო

სტანკოვიჩი: მინდა იტალიაში დავრჩე
 
ბენიტესმა ფერგუსონს უპასუხა
 
ფიგუ: ინტერი შეცვილს ტრადიციას და მოიგებს ლიგას ზედიზედ მეორედ
 
ფალკაო სკუდეტოსათვის ბრძოლაზე საუბრობს

ძანეტიმ: პალერმოსთან მატჩის შემდეგ გონება დაკარგა
 
პალერმოსთან" მატჩის შემდეგ "ინტერის" კაპიტანი ხავიერ ძანეტი საავადმყოფოში გადაიყვანეს არგენტინელმა ძლიერი ტკივილი იგრძნო გულმკერდის არეში.ხავიერმა თავი ცუდად იგრძნო თამაშის დროს,მაგრამ არ ისურვა შეცვლა და ბოლომდე ჩაატარა მატჩი,მაგრამ გასახდელში გონება დაკარგა.ექიმებმა მისი საავადმყოფოში გადაყვანა გადაწყვიტეს.
 

მესი ცდილობდა გუარდილიოს დაყოლიებას არ გაეყიდა ეტოო
 
ინტერის თავდამსხმელი სამუელ ეტოო ერთი წლისწინანდელ ტრანსფერზე საუბრობს,როცა ბარსელონამ და ინტერმა მისი და იბრაგიმოვიჩის გაცვლა მოახერხეს ...
 
მე ვთამაშობდი და ვიმარჯებდი რონალდინიოსთან,მესისთან და სხვა შესანიშნავ ფეხბურთელებთან ერთად.როდესაც რონალდინიო გუნდში მივიდა,მათ არაფერი მოუგიათ,ჩემი მისვლის შემდეგ კი ყველაფერი მოვიგეთ რაც კი შეიძლებოდა.

როდესაც გუარდიოლამ ჩემი გაყიდვა გადაწყვიტა,მასთან მივიდა მესი და უთხრა რომ შეეძლო ნებისმიერი გაეყიდა,ოღონდ მე არა.

ყველა მწვრთნელი,რომელთანაც მიმუშავია,ჩემზე ამბობდა რომ ნამდვილი პროფესიონალი ვიყავი.მე დისციპლინის და პასუხისმგებლობის მაგალითი ვიყავი მუშაობის პროცესში.
 

სტანკოვიჩი: მინდა იტალიაში დავრჩე

სერბმა ნახევარმცველმა დეიან სტანკოვიჩმა განაცხადა,რომ კარიერა სურს თავის ამჟამინდელ კლუბში დაასრულოს !!!

მინდა კარიერა 2014 წლის ზაფხულში ნერაძურიში დავასრულო,როცა ჩემ კონტრაქტს ვადა ამოეწურება.სერბეთში დაბრუნებას არ ვაპირებ,რადგან ჩემი ოჯახი იტალიაში თავს კარგად გრძნობს.

შეგახსენებთ,რომ სტანკოვიჩი იტალიაში თამაშობს 1998 წლიდან,6 წელი მან ლაციოში ითამაშა,შემდეგ კი ინტერის ფეხბურთელი გახდა,სადაც უკვე 179 თამაში აქვს ჩატარებული.
 

ბენიტესმა ფერგუსონს უპასუხა
 
ინტერის მთავარმა მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა უპასუხა ალექს ფერგუსონის კრიტიკას. შოტლანდიელმა სპეციალისტმა განაცხადა რომ ბენიტესმა ლივერპულში ძაან ბევრი ფული დახარჯა მაგრამ ღირებულს ვერაფერს მიაღწია. "მე გაკვირვებული ვარ ისეთი გამოცდილი მწვრთნელი როგორიც ფერგუსონია სულ ჩემზე საუბრობს. მე ხომ უკვე 3 თვეა იტალიაში ვიმყოფები. მე შემიძლია მხოლოდ შემდეგი დავამატო, ლივერპულის ფანებმა კარგათ იციან ჩემი ურთიერთობა ფერგუსონთან. და მისთვის ადვილია ისაუბრო როდესაც 24 წლის მანძილზე ერთ გუნდს წვრთნი.
 

ფიგუ: ინტერი შეცვილს ტრადიციას და მოიგებს ლიგას ზედიზედ მეორედ

პორტუგალიელი ფეხბურთელი ლუიშ ფიგუ ჩემპიონთა ლიგის ფავორიტად "ინტერს" ასახელებს .
"დიახ,ვიცი,რომ რთულია ერთი თასის ზედიზედ ორჯერ მოგება,ამის გაკეთება ჯერ ვერ მოახერხეს,მაგრამ "ინტერს" შეუძლია ეს ტრადიცია დაარღვიოს და ლიგა ზედიზედ მეორედ მოიგოს.

მაურინიოს წასვლა დიდი დანაკარგია,მაგრამ მოვიდა ბენიტესი,თავისი ახალი ხედვითა და დამოკიდებულებით ფეხბურთთან დაკავშირებით.მას საინტერესო კონცეფცია აქვს,ვფიქრობ მას ყველაფერი გამოუვა.

ჩემთვის მაურინიო ერთადერთი და განსაკუთრებულია.

მაგრამ ფეხბურთში არავინ და არაფერი,არანაირი ფული არ განაპირობებს წარმატებას.
 

 
ფალკაო სკუდეტოსათვის ბრძოლაზე საუბრობს
 
ინტერის ოფიციალურ ტელევიზიასთან რომას ყოფილმა ფეხბურთელმა პაულო რობერტო ფალკაომ გუნდების სკუდეტოს მოგების შანსებზე ისაუბრა
როგორც რომას ყოფილმა ფეხბურთელმა რათქმაუნდა მინდა რო სკუდეტო მათ მოიგონ,მაგრამ ამ სეზონში ჩემპიონობისათვის ყველაზე კარგად მილანი და იუვენტუსია მომზადებული და მათ ყველაზე მეტად აქვთ სკუდეტოს მოგების შანსი.
 

 
ნანახია: 682 | დაამატა: inter | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 2
1 meli  
1
advilia :)

2 baloteli  
0
magari statiaaa gaixareeee

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
«  სექტემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter