ანტონიო კალენდო,დუგლას მაიკონის აგენტი "ინტერის" ხელმძღვანელობას ადანაშულებს იმაში,რომ მისმა კლიენტმა სათამაშო ფირმა დაკარგა,ასევე მათ თვლის დამნაშავეებად "რეალთან" ტრანსფერის ჩაშლაში
შეგახსენებთ,რომ გასული სეზონის ბოლოს მაიკონი გამოთქვამდა სურვილს მადრიდულ კლუბში მაურინიოსთან გადასვლისა,მაგრამ 28 წლის ფეხბურთელის სამეფო კლუბში გადასვლა მაღალი სატრანსფერო ფასის გამო ჩაიშალა.
"მაიკონი ვეღარ აჩვენებს თავის ჩვეულ თამაშს და ამას ყველა ამჩნევს.დუგლასი ძალიან მგრძნობიარე ადამიანია.ბოლო ორი წელია მან ფეხბურთში ძალიან ბევრს მიაღწია და გულშემატკივრის სიყვარული დაიმსახურა.მე გაოცებული ვარ იმით რაც ხდება.
მე არ ვიცი ყველა მიზეზი,მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება,რომ "ინტერის" ხელმძღვანელობამ მეტი იცის ამ პრობლემაზე.
ყველაზე ცუდი დასაწყისი ბოლო ხუთი წლის მანძილზე
2010/11 წლების სეზონის დასაწყისი რაფაელ ბენიტესთან ერთად "ინტერისათვის" 2005 წლის მერე ყველაზე წარუმატებელია
2005/06წლების სეზონში,რობერტო მანჩინის მწვრთნელობის დროს მეექვსე ტურისათვის გუნდს 12 ქულა ჰქონდა,4 გამარჯვება და 2 ფრე.იგივე სიტუაცია შეიქმნა 2007/08 წლებში,მაშინაც მე–12 ტურში "ნერაძურის" ანგარიშზე 4 გამარჯვება და 2 ფრე იყო.2008/09 წლების სეზონში,ჟოზე მაურინიოს სადებიუტო სეზონში "ინტერს" მე–6 ტურისათვის 13 ქულა ჰქონდა 4 გამარჯვება,2 ფრე და ერთიც წაგება.მომდევნო სეზონშიც მაურინიოს გაწვრთნილებმა იგივე შედეგი აჩვენეს.2010/11 წლების სეზონში რაფა ბენიტესის მწვრთნელობისას გუნდს მე–6 ტურში 11 ქულა აქვს,3 მოგება,2 ფრე და ერთიც წაგება მე–5 ტურში "რომასთან."
უდავოა,რომ ესპანელ სპეციალისტს კიდევ ბევრი დრო აქვს დაამტკიცოს თავისი პროფესიონალიზმი.
ბალოტელი: მე არ მომწონს ეს მაისური
ამჯერათ მარიო, ბალოტელიმ უარით გაისტუმრა ტვ–შოუს წამყვანები.
როგორც იცით მარიო ბალოტელის ერთერთ შოუში როდესაც ის კიდევ ინტერს იცავდა, მილანის მაისური ჩააცვეს. მათ მაჯერადაც ცადეს იგივე გააკეთებინათ როდესაც მარიო თავის ძმასთან ერთად ქალთა ციხეს ესტუმრა, ჯურნალისტმა თხოვა რომ მას კვლავ ჩაეცვა მილანის ფორმა. რაზეც ბალოტელიმ შემდეგი უპასუხა. "მე არ მომწონს ეს მაისური."–ასე გაეხუმრა ის ჟურნალისტს.