შაბათი, 18.05.2024, 13:27
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 20 » ინტერული ამბები
12:20
ინტერული ამბები
 
 
მესი: მასიმოს მადლობას ვუხდი
.
ინტერი ტოტენჰემს მოელაპარაკა?
.
მანჩესტერელები სნეიდერით კიდევ ერთხელ დაინტერესდნენ. 
.
ბენიტეს მცირე კომენტარი სატრანსფერო გეგმებთან დაკავშირებით

 
 
მესი: მასიმოს მადლობას ვუხდი
 
რამდენიმე დღის წინ მილანის ინტერის პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ გულშემატკივართან შეხვედრისას ხუმრობით განაცხადა, რომ მალე ლიონელ მესის შეიძენდა. შემდეგ კი თქვა, რომ ხუმრობის მიუხედავად ფიქრობს არგენტინელის ტრანსფერზე. ცნობილი ამბავია, რომ მასიმო ლიონელის თამაშის დიდი თაყვანისმცემელია და მის საკუთარ კლუბში ხილვაზე ოცნებობს.
მესიმ მორატის განცხადებასთან დაკავშირებით შემდეგი კომენტარი გააკეთა: "მემგონი მორატიმ ნათლად ახსნა რომ გაიხუმრა. ეს ჩემი სახლია. მიუხედავად ხუმრობით ნათქვამისა მასიმოს მადლობას ვუხდი. ვიმედოვნებ, რომ ბოლომდე ესპანეთში დავრჩები.
 

ინტერი ტოტენჰემს მოელაპარაკა?
 
როგორც ბოლო დროს იტალიურ პრესაში გავრცელებული ხმები იტყობინებიან ინტერის ოცნება გარეტ ბეილის გადმობირებაზე მალე რეალობად იქცევა.

ხვალ "ჯუზეპე მეაცაზე" ერთმანეთს მილანის ინტერნაციონალე და ტოტენჰემი დაუპირისპირდებიან და როგორც Corriere dello Sport იტყობინება ნერაძური ამ მომენტს მოლაპარაკების დაწყებისთვის სასურველ დროთ მიიჩნევს.

ბეილის გადმობირება კი იტალიელებისთვის არც თუ ისე იოლი საქმე იქნება. ჯერ ერთი, რომ ტოტენჰემი თავისი ერთ-ერთი ლიდერის გაშვებას არ აპირებს და მეორე, მისით მხოლოდ შავ-ლურჯები არ ინტერესდებიან. ინტერს კონკურენციის გაწევა რეალთან, მილანთან და ჩელსისთან მოუწევს.

როგორც ცნობილია, ფეხბურთელის მინიმალური სატრანსფერო ღირებულება 20 მილიონ ევროს შეადგენს.
 

მანჩესტერელები სნეიდერით კიდევ ერთხელ დაინტერესდნენ

Daily Mirror-ის ცნობით, მილანის "ინტერის" ნახევარმცველი უესლი სნეიდერი ზაფხულში შესაძლოა ინგლისში გადაბარგდეს. მისით პრემიერლიგის ორი მანჩესტერული კლუბი, "სიტი" და "იუნაიტედი" არიან დაინტერესებულნი.
შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიელი ფეხბურთელი მილანში 2009 წელს 15 მლნ ევროდ გადავიდა და კონტრაქტი 2014 წლამდე გააფორმა. ის ყოველთვის აცხადებს, რომ "ნერაძურიში" ბედნიერია, მაგრამ არც ახალ თავგადასავლებზე ამბობს უარს. "მანჩესტერი" და სერ ალექს ფერგიუსონი მისით უკვე ერთი წელია დაინტერესებული არიან და მასიმო მორატის რამდენჯერმე მოუწია მათ წინადადებაზე უარის თქმა. "სიტის" ინტერესი კი, დიდი შანსია, მის ზოგად პოლიტიკას, ნებისმიერი ვარსკვლავის გუნდში მოპატიჟებას უკავშირდებოდეს.
 

 
 
ბენიტეს მცირე კომენტარი სატრანსფერო გეგმებთან დაკავშირებით

მილანის "ინტერის" მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა გააკეთა განცხადება მისი კლუბის სატრანსფერო გეგმებთან დაკავშირებით.
*
"თუ გუნდის პრეზიდენტი გადაწყვეტს მესის ყიდვას, მე არ შევეწინააღმდეგები, - ხაზი გაუსვა "ლივერპულის" ექს-თავკაცმა, - მესი დიდი ფეხბურთელია, მე უბრალოდ ვერ შევძლებ ასეთ მასზე უარის თქმას. რაც შეეხება ჩვენს რიგებში ბრაზილიელი კაკას ხილვას, ეს არარეალურია, რადგან ჩვენ ამ პოზიციაზე უკვე გვყავს უესლი სნეიდერი და ფილიპ კოუტინიო"

 

ნანახია: 690 | დაამატა: inter | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
«  ოქტომბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter