სირიგუ ინტერის გულშემატკივარია სნეიდერი: მზად ვარ მოვკლა და მოვკვდე მაურინიოს გამო აბატე: ფავორიტი ინტერია Corriere dello Sport: ინტერი და ფეინოორდი შეთანხმდნენ ინტერი გვარდიოლათი დაინტერესდა. ფიგუ: აბუ–დაბიში გამარჯვებისთვის მივდივართ
გასული სეზონის ერთერთმა აღმოჩენამ სალვატორე სირიგუმ, კომენტარი გააკეთა ჭორებზე მისი ტრანსფერის შესახებ და აღიარა, რომ ბავშვობიდან "ინტერს" გულშემატკივრობს
"იუვენტუსი?" სიცილიაში თავს კარგად ვგრძნობ და თუკი სხვა გუნდში გადავალ ეს "ინტერი" იქნება, რომელსაც ბავშვობიდან ვგულშემატკივრობ.როდესაც "პალერმოს" ახალგაზრდულ გუნდში ვთამაშობდი, ვალტერინოს მეძახდნენ, ჩემი კუმირის ვალტერ ძენგას საპატივცემულოდ."
ვესლი სნეიდერი მაურინიოზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ჯოზე არ არის მხოლოდ ფეხბურთზე "ჩაციკლული" და კარგად გრძნობს, როდის სჭირდება ფეხბურთელს დასვენება
" ერთხელ მაურინიომ მითხრა: "ვესლი,შენ დაღლილი ჩანხარ. წადი დაისვენე ცოლთან და შვილთან ერთად."
ყველა სხვა მწვრთნელი,ვისთანაც მიმუშავია,მხოლოდ ვარჯიშზე საუბრობდა. მაურინიომ კი სანაპიროზე გამიშვა და სამი დღით იბიცაზე ოჯახთან ერთად დავისვენე,იქედან როცა დავბრუნდი, მზად ვიყავი მომეკლა და მომკვდარიყავი მაურინიოს გამო.
რათქმაუნდა ჩემპიონატის ფავორიტად "ინტერი" რჩება, მაგრამ არც "რომა", "იუვენტუსი" და "ლაციო" უნდა დაგვავიწყდეს." – ასეთია იგნასიო აბატეს აზრი.
"ჩვენ უნდა შევძლოთ სერია ა–ში წამყვანი როლის მორგება, შევძელით ძლიერი გუნდის ჩამოყალიბება და ეხლა ვალდებულნი ვართ რაც შეიძლება მაღალ ადგილებს დავუმიზნოთ. ამჟამად "მილანს' კარგი უპირატესობა აქვს,მაგრამ მოულოდნელად შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს.ბევრი უნდა ვიმუშაოთ და გავაგრძელოთ ქულების მოხვეჭა.ჩვენი მიზანია ზამთრის შესვენებამდე კონკურენტებს ქულების რაცშეიძლება სოლიდური სხვაობით გავასწროთ."
როგორც Corriere dello Sport" იტყობინება, ინტერი მოელაპარაკა ჰოლანდიურ "ფეინოორდს" ლუკა კასტანოსის ტრანსფერის თაობაზე.
18 წლის თავდამსხმელი გამოირჩევა თავისი აღნაგობით, იგი 188 სანტიმეტრის სიმაღლისაა და თავის გუნდში ჩატარებული 19 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი
კასტანოსზე ბევრი ევროპული გრანდი ნადირობდა, რაფა ბენიტესი ამ ფეხბურთელით "ლივერპულში" მუშაობის დროსაც ყოფილა დაინტერესებული, თუმცა როგორც რომაული გაზეთი იუწყება, გადამწყვეტი ნაბიჯი "ნერაძურიმ' გააკეთა და ჰოლანდიურ კლუბს სამ მილიონ ევროზე შეუთანხმდა
მოლაპარაკება "ინტერის" ტექნიკურ დირექტორ მარიო ბრანკასა და "ფეინოორდის" ტექნიკურ დირექტორს შორის გაიმართა.ჰოლანდიელთა წარმომადგენელმა შემდეგი განაცხადა:
" მე ახლახან შევხდი მარკო ბრანკას, რომელსაც კარგად ვიცნობ,ჩვენ ვისაუბრეთ ფეხბურთზე.მისთვის ჩვენი კარი ყოველთვის ღიაა.
ნერადძური არა წინააღმდეგი ტავისი მწვრთნელი შეცვალოს. ესპანელი მწვრთნელი ტირუფატორი პეპე გვარდიოლათი ინტერი დაინტერესდა, მისი გადაბირება იტალიურ კლუბს ზაფხულშიც სურდა მაგრამ მაშინ არჩევანი რაფაელ ბენიტესე შეაჩერეს. ეხლა ინტერი უკმაყოფილოა ბენიტესის მუშაობით და ეძებს ახალ მწვრთნელს. გვარდიოლას გადაბირებაში იტალიურ გუნდს ლონდონური "ჩელსი" ეცილება. ლონდონელებიც არიან პეპე გვარდიოლათი დაინტერესებული. მათაც უნდათ კარლო ანჩელოტის შეცვლა რომლის მომავალიც გაურკვეველია ლონდონურ კლუბში.–იტყობინება გაზეთი Corriere dello sport
ლუიშ ფიგუ, რომელმაც თავისი ბრწყინვალე კარიერის ბოლო წლები "ინტერში" გაატარა, ეხლა გუნდის საერთაშორისო ურთიერთობებს განაგებ.დღეს მან "ინტერის" მიზნებზე ისაუბრა მოახლოებულ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე
" შანსი გვაქვს მონაწილეობა მივიღოთ ამ პრესტიჟულ ტურნირზე და ჩვენი მთავარი ამოცანა გამარჯვებაა. ჩემპიონთა ლიგაზე ტრიუმფის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატის მოგება მთავარი პრიორიტეტია. აბუ–დაბიში გამარჯვებით შეგვიძლია წერტილი დავუსვათ ბრწყინვალე 2010 წელს. ჩვენ მხოლოდ მოსაგებად მივდივართ,ეს ჩვენი კლუბის პრესტიჟს კიდევ უფრო აამაღლებს. ამჟამად ახალი მწვრთნელის პირველი სეზონი მიმდინარეობს და მოხარულები ვართ, რომ გვყავს გამოცდილი მწვრთნელი, რომელსაც ბევრი ტაქტიკური პროგრამა და საერთაშორისო პრესტიჟი გააჩნია.დიდი წარმატების მიღწევას ვგეგმავთ,ისევე როგორც გასულ სეზონში.
|