ორშაბათი, 06.05.2024, 09:43
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2010 » თებერვალი » 21 » იტალიის სერია ა-ს მე-25 ტური
11:44
იტალიის სერია ა-ს მე-25 ტური
 
 
ინტერი 0–0 სამპდორია (ფეხბურთელთა შეფასებები + ვიდეო)
 

გუშინ საღამოს, "ჯუზეპე მეაცას" სახელობის მოედანზე სერია "ა"–ს XXV ტურის მატჩი გაიმართა, სადაც ერთმანეთს ადგილობრივი "ინტერი" და "სამპდორია" დაუპირისპირდნენ. შეხვედრამ გარდამავალ უპირატესობაში ჩაიარა და შესაბამისი ანგარიშით 0–0 დასრულდა.
 
(ფეხბურთელთა შეფასებები)
 
ჟულიო სეზარი: 6 – კარგად ითამაშა, მაგრამ ბევრი საქმე ნამდვილად არ ჰქონია. მას მხოლოდ პირველ ნახევარში მოუწია თამაშში ჩართვა, თორემ მეორე ტაიმში "ინტერის" კარის მიმართულებით მეტოქე გუნდს არც კი დაურტყამს.

მაიკონი: 7 – როგორც ყოველთვის, ძალიან მაღალ დონეზე ითამაშა... დუგლასის ასეთი მოქმედებები უკვე ტენდენციად ჩამოყალიბდა, ბრაზილიელის ვერც ერთი გაბრწყინება ვეღარ აკვირვებს გულშემატკივარს. მაიკონი ძალიან სტაბილურ და ნაყოფიერ ფეხბურთელად ჩამოყალიბდა.

სამუელი: 4 – ძალიან ცუდად იასპარეზა, ბევრს უხეშობდა და სანაცვლოდ წითელი ბარათიც დაიმსახურა... არგენტინელმა გუნდი დააღალატა, ემოციებს აყოლილმა ნერვები ვეღარ მოთოკა და შეხვედრის არბიტრის მისამართით უხამსი სიტყვებიც არ დაიშურა.

კორდობა: 3 – ამ კოლუმბიელზე საუბარი საერთოდ ზედმეტია... რბილად რომ ვთქვათ, მან უსახურად იასპარეზა. ჯერ იყო და საკუთარ საჯარიმოსთან ახლოს მეტოქე გუნდის ფეხბურთელს ძალიან უხეშად ეთამაშა, ხოლო ტაიმის ბოლოს კიდევ ერთი ყვითელი ბარათი მიიღო და შესაბამისად მოედნის დატოვება მოუხდა.

ძანეტი: 7 – ვეტერანი არგენტინელი ბრწყინვალე ფორმაშია. იგი დღითი დღე პროგრესირებს და საკუთარი გუნდისთვის დიდი სარგებელიც მოაქვს. ხავიერი ჩვეულად ბრწყინავს და "ნერაძურას" გულშემატკივარს უდიდეს სიხარულს ჩუქნის.

სტანკოვიჩი: 7 – სერბი ნახევარმცველი ნახევარდაცვის ცენტრალურ ნაწილს ბრწყინვალედ აკონტროლებდა, თანაგუნდელებს გამჭოლი და რაც მთავარია ზუსტი პასებით ამარაგებდა. მილანელთა წარმატების საწინდარი სწორედ სტანკოვიჩის კარგი თამაში იყო.

კამბიასო: 8 – გასულ შეხვედრაში ესტებანმა, მარცხენა გარემარბად ითამაშა და არც თუ ურიგო შთაბეჭდილება დატოვა გულშემატკივარზე. მან საკუთარ გუნდში საუკეთესო შეფასება დაიმსახურა.

მუნტარი: 6 – უბრალოდ და ლაკონურად, რომ ვთქვათ განელი "ინტერის" დონის ფეხბურთელი ნამდვილად არ არის.
სნეიდერი: 7 – ჰოლანდიელი ჩვეულად ბრწყინავს, მან გუშინდელ მატჩშიც დიდებულად იასპარეზა... ეტო'ოს საგოლე გადაცემაც გაუკეთა, მაგრამ კამერუნელმა ყველასდა გასაკვირად 7 მეტრიდან ვერ მოახერხა გოლის გატანა.

ეტო': 6 – ძალიან ცუდად ითამაშა, უამრავი საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა და გუნდის წარუმატებლობაში მთავარი წვლილი შეიტანა.

მილიტო: 7 – არგენტინელი ძალიან ნაყოფიერად მუშაობდა... რამდენიმე კარგი შეტევა განავითარა, მაგრამ ვერც ერთი მათგანი სასურველი შედეგით ვერ დაასრულა.

 



 

ნანახია: 731 | დაამატა: inter | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 13
1 interfan  
2
amis deda movtyan rodemde unda vitamashot es fre. romas dges kataniastan aqvs saxlshi da uechveli moigebs

2 interfan  
2
am cordobas da samuels ra mouvidat to

3 inter  
2
flag3
ვიდეოც დაიდო უყურეთ

4 interinio  
2
flagitaly InterFan ra ginda to gmirulat itamashes gushin interlebo

5 Toldo  
1
lucio ar shefasda? atianebi

6 Toldo  
1
interfan
9 kacit aset formashi mkofi samdorias dammarcxebeli gundi tu geguleba dawere(ise cota gamartleba da interi saocrebas chaidenda) eh etoo zang

7 INTERFAN  
1
imis tqma minda ro roma sacaa dagveweva

8 interist  
0
auu abaa samus sheegdo da moumtavrebdnen saqmes ar ekadreboda mag manzilidan gamazva..sagol zanetis da sagol stankovichs mitumetes stankovichi axal igamojanmrtelebulia da mteli 90 wuti magal doneze chaatara flag3 flag3

9 marix  
0
JOBIA KRIZISI EXLA GVQONDES VIDRE BOLO TUREBSHI.....28 ROMAS UECHVELI UNDA MOUGOT [color=blue][size=10][b] flag3 flag3 flag3

10 SportS  
2
Getanxmebit dzmebo 100%

11 intera  
2
ეტოო რა მასტია, რა რიაქცია ქონდა რომ გამაზა stol 180 წუთი უგოლოდ ვტოვებთ მოედანს და იმედია ჩელსისთან გავიტანთ გასატანს ანუ ეტოო დროა გოლით გაგვახარო რაა loveinter flag3 flagitaly flag3

12 interist  
1
xooo raaa maqsimumi unda dados kvelam tu gvinda ro chelsis gavcdet!! flag3 flag3

13 adribaba  
1
ise mec momeshala nervebi kaci ro gaugdes magram frec kai iyo....awi unda moviot yvela tamashi tore dagvewien to

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
«  თებერვალი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter