შაბათი, 20.04.2024, 10:57
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2010 » იანვარი » 15 » იტალიის თასი – 2009/2010 წლების სეზონი – 1/4 ფინალური მატჩები
17:34
იტალიის თასი – 2009/2010 წლების სეზონი – 1/4 ფინალური მატჩები


იტალიის თასის კენჭისყრამ ხსენებული ტურნირის 1/4 ფინალური ეტაპის ოთხი წყვილი გამოავლინა… ყველაზე საინტერესო მატჩი ინტერსა და იუვენტუს შორის უნდა გაიმართოს. 1/8 ფინალში ინტერმა მინიმალური ანგარიშით სძლია ლივორნოს (1:0), იუვენტუსმა კი საკუთარ მოეადნზე ნაპოლი გაანადგურა 3:0. იუვენტუსი და ინტერის დაპირისპირება ყოველთვის საინტერესო, დაძაბული და სანახაობრივი იყო, ეს ორი კლუბი ერთმანეთს ყოველთვის ეცილებოდა სერია A-ს მოგებას, ახლა კი მიუხედავათ იმისა, რომ ეს მატჩი თასზე გაიმართება გუნდები მაინც ბოლომდე იბრძოლებენ, არა მარტო ჩემპიონობის სურვილისათვის, არამედ პრინციპის გამოც.
 
რაც შეეხება დარჩენილ სამ მატჩს, ორს ფაქტიურად გამოკვეთილი ფავორიტი ყავს, საუბარია მილანზე და რომაზე, რომლებიც უდინეზესა და კატანიას დაუპირისპირდებიან, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ეს სათასო მატჩებია და საშუალო დონის გუნდებიც საკმაოდ წარმატებულად ასპარეზობდნენ ასეთი სახის ტურნირებზე მეტად საინტერესო თამაშები გველის. წინა ეტაპზე მილანმა ნოვარას სძლია 2:1, ხოლო რომამ ტრიესტინა დაამარცხა 3:1, უდინეზემ 2:0 გაიმარჯვა ლუმეზანესთან, ხოლო "კატანიამ” სტუმრად დაამარცხა ჯენოა (1:2).
 
ფიორენტინა და ლაციოს დუელში კი გამოკვეთილი ფავორიტი არ არსებობს, ორივე გუნდი თითქმის თანაბარი სიძლიერისაა და მეტად დაძაბული თამაში უნდა იყოს. 1/8 ეტაპზე ფიორემ კიევო დაამარცხა თანაბარ ბრძოლაში (3:2), თავდაპირველად კიევო იგებდა 1:2, მაგრამ საბოლოოდ ფიორენტინას ფეხბურთელებმა თამაში გადაარჩინეს და მომდევნო ეტაპზეც გავიდნენ. რაც შეეხება ლაციოს, რომაელებმა შედარებით ადვილი მატჩი გამართეს, მათ პალერმოს სძლიეს 2:0.


იტალიის თასი – 2009/2010 წლების სეზონი – 1/4 ფინალური მატჩები

მილანი – უდინეზე: სტადიონი სან სირო, თარიღი: 20 იანვარი, 2010

ფიორენტინა – ლაციო: სტადიონი არტემიო ფრანჩი, თარიღი: 21 იანვარი, 2010

რომა – კატანია: სტადიონი ოლიმპიკო, თარიღი: 26 იანვარი, 2010

ინტერი – იუვენტუსი: სტადიონი ჯუზეპე მეაცა, თარიღი: 28 იანვარი, 2010

 
ნანახია: 700 | დაამატა: inter | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 12
1 inter  
2
flagitaly :flagitaly: flagitaly :flagitaly: flagitaly
უნდა მოვიგოთ სხვა გზა არა ,თან სახში ვთამაშობთ

2 adri10  
3
dedas vutirebt too

3 interinio  
2
Eg Tasic Unda avigot Cels

4 interist  
2
livornos araa sienas movuget 1-0.. da juvesac mivakolebt flag3

5 inter  
1
LIVORNOS MOVUGET DZMA ITALIIS TASIS GATAMASHEBASHI

6 interinio  
1
LI TO LIVORNOS MOVUGER MAXSOVS EG TAMASHI....[c]

7 interist  
1
sienas ar movuget sneijderis jarimit 1-0?? tu meshkebaa aradaa ashkarad maxsovda ro siena ikooo okk tu livornooaa ikos livorno mtavariaa movuget flag3

8 adribaba  
1
ise am tass ra seriozulad moekidnen gundebi to

9 adriano10  
2
vigebt uechveli eg tasi chvenia flag3 flag3 flag3 flag3

10 RealInterFan  
2
ABA RA TO SERIOZULAD MOIKIDEBDNEN RAME XOM UNDA MOUGON TO YVELAPERS INTERI RO IGEBS ...

11 adribaba  
1
chagetvala realinterfan ........:D:D:D:D:D:D:D:D:D

12 inter  
0
Ki Martla Cagetvala RealInterFan :D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
«  იანვარი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter